დღე: 28

ღამე: 15

USD 2.7215

EUR 3.2155

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი სამართალდამცავებმა უკან დააბრუნეს 12.07.2020 22:58

რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ გაქცეული კაცი, სამართალდამცავებმა საკარანტინო სივრცეში დააბრუნეს. ამის შესახებ imedinews-ს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. რუსთავის „ცხელების ცენტრიდან“ შუახნის კაცი დღეს გაიქცა. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, მას მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდა. ტესტირების შემდეგ, კორონავირუსი არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, პაციენტი კვლავ საკარანტინო სივრცეში უნდა გადაეყვანათ, თუმცა მან ცხელების ცენტრი თვითნებურად დატოვა.

ავტორ(ებ)ი :

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ