12:17 13.07.2020
"ისეთი ნიღბის ტარება, რომელიც მხოლოდ სახეს გიფარავს, წამგებიანია, რადგან შინაგან ბუნებას უფრო აშიშვლებს..."

მამა პეტრე კოლხი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"შენ გარშემო, თუ საზოგადოებრივ აზრს შემოიშენებ, არასწორი მოძღვრებით, საკუთარ თავს დაშორდები და ყოველთვის ის იქნები, ვინც შინაგანად არაფერში გგავს...
თუ მხოლოდ იმას ისაუბრებ, რაც მასებს მოეწონება, ტაშს აუცილებლად დაიმსახურებ, მაგრამ ქრონიკულ დეპრესიას ვერ აცდები...


თუ ტრადიციად ქცეულ სიმახინჯეებს არ აუჯანყდები, ზომბად ქცეული სხვის ზომბირებასაც მოინდომებ...


მუდამ შენი აზრის ჭეშმარიტების მტკიცებაში, რაღაც ეტაპზე აღმოაჩენ, რომ სიცრუეში ცხოვრობდი.


ისეთი ნიღბის ტარება, რომელიც მხოლოდ სახეს გიფარავს, წამგებიანია, რადგან შინაგან ბუნებას უფრო აშიშვლებს...


არ არის საჭირო, ყველასთვის მისაღები იყო.


თუ არ გსურს დეგრადირდე, სხვას არა, საკუთარ თავს დაემსგავსე!.." - წერს მამა პეტრე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge