დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

"ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა 13.07.2020 20:09

 

 

 

"ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილს, დავით კობალაძესა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიღო. სახელმწიფო ბრალდება დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. საქმის პროკურორის განცხადებით, გიორგი ენდელაძეზე ძალადობისას საგნების, იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. ბრალდების მხარის განმარტებით, ბრალდებულებმა შემთხვევის ადგილი მიატოვეს, მიმალვაში იმყოფებოდნენ და თავს არიდებდნენ გამოძიებას. პროკურატურის პოზიციას დაცვის მხარე არ დაეთანხმა. დაკავებულების ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ალტერნატივის სახით კი 2000, 5000, 10000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

 

ცნობისთვის, პროკურატურამ გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დავით კობალაძესთან ერთად ბრალდება კიდევ 5 პირს წაუყენა. ერთი პირი კი ძებნაში იმყოფება. უწყების ცნობით, გიორგი ენდელაძეს 6 პირი შურისძიების მოტივით თავს დაესხა, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ