დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

„გული მერევა თქვენზე, რას დაემსგავსეთ? იმის მაგივრად, ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ შემდეგი მსხვერპლი, თქვენ რას აკეთებთ? როგორ ბედავთ?“ 13.07.2020 22:12

ნაცებმა, ბერამ მოკლაო. 

მმართველმა პარტიამ, არაფერია საეჭვიანო, ჩვენ მივხედავთო.

ელისო კილაძემ, მე მივხედავო, ბოლომდე მივიყვან ამ საქმესო.

გვარამიამ, ოჯახზე ძალიან მე განვიცდიო.

დანარჩენმა მედიამ, ნახე რამდენი ნახვები გვაქვს, ახლა გაჩერება იქნებაო?

ფეისბუკ მომხმარებლებმა, ჩარჩოს დავაყენებ და ამით ვაპოვნინებ შაქარას სამართალსო.

რადიკალმა ნაციონალისტებმა, აი, ამიტომ უნდა ავკრძალოთ მარიხუანას მოხმარებაო.

რადიკალმა ლიბერალებმა, სპორტი ავკრძალოთო.

ნოემ, ავკრძალოთო.

ძველგაზრდებმა, ახალი თაობის უშვერი სიტყვებით მოხსენიება იწყეს.

ყველა ეს მხარე ცდილობს მოიგოს, მაგრამ ავიწყდებათ, რომ შაქარაშვილის სიკვდილით უკვე მთელმა ქვეყანამ წააგო - საქართველომ წააგო... მოკლედ, შაქარაშვილის გვარი საქართველოში არსებულმა ყველა პოლიტიკურმა, საზოგადობრივმა, იდეულოგიურმა, მედია ჯგუფმა საკუთარი, ვიწრო ინტერესებისთვის გამოიყენა. მოკლედ, შაქარაშვილის გვამს ლეშისმჭამელები მიადგნენ და დანებებას არ აპირებენ. არ აპირებენ გაჩერებას და მზად არიან ყველაფერი იკადრონ. ხოდა, რა მინდა გითხრათ, შაქარაშვილი არის თაობა, დიახ შაქარაშვილი თაობაა. შაქარაშვილის ჯიჯგნით თქვენ ჯიჯგნით თავისუფალ საქართველოში გაზრდილ თაობას და იმ დღეს, როცა ყველა კითხვაზე გვექნება პასუხი, თაობა აუცილებლად გაგცემთ საკადრის პასუხს, ყველა მხარეს! გული მერევა თქვენზე, რას დაემსგავსეთ? იმის მაგივრად, ვიფიქროთ, როგორ ავიცილოთ შემდეგი მსხვერპლი, თაობის შემდეგი მარგალიტი, თქვენ რას აკეთებთ? როგორ ბედავთ?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ