საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ზურაბიშვილმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
„თქვენი ხელახლა არჩევა არის საქართველო-პოლონეთის მტკიცე ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობა, რომლითაც ქვეყნები წლების განმავლობაში სარგებლობდნენ. ველოდები თანამშრომლობის გაგრძელებას ევროპის, ნატო-სა და ჩვენი ისტორიული კავშირების მიმართულებით“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge