00:17 14.07.2020
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშში შესატან ცვლილებებს კენჭი უყარეს

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ანგარიშში შესატან ცვლილებებს კენჭი უყარეს. საკომიტეტო განხილვაზე ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკკალისტერმა დამსწრე საზოგადოებას კენჭისყრის შედეგები გააცნო. მისი ინფორმაციით, ცვლილებები მიღებულ იქნა კომპრომისული შესწორებების ნაწილში 1-ელიდან 26-ის ჩათვლით, ასევე მიღებულ იქნა 122-ე,129-ე, 37-ე, 65-ე, 130-ე, 138-ე, 152-ე, მე- 3, მე-6 , მე-14, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 შესწორებები. უარყოფილი იქნა 142-ე, 163-ე და 165-ე შესწორებები. კენჭისყრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

ანგარიშის პროექტი საქართველოს საკითხებზე მუდმივმა მომხსენებლმა ევროპარლამენტარმა სვენ მიკსერმა მოამზადა. დოკუმენტში სულ 165 შესწორებაა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge