დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ადრეც დავწერე, რომ სააკაშვილი დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“, ეს ფაქტი დღეს, კულებას ნათქვამმა დაადასტურა" 14.07.2020 17:05

ეკონომისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"უმარტივესი ლოგიკა:

 

დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, (https://news.liga.net/…/kuleba-o-zayavleniyah-saakashvili-c…) რომ მიხეილ სააკაშვილი არ წარმოადგენს უკრანის სახელმწიფოს, ის კერძო პირია და მისმა განცხადებებმა არ უნდა შეიტანოს ხინჯი საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში...


როცა სააკაშვილი რეფორმების რაღაცად დაინიშნა, მაშინ დავწერე, რომ ის დანიშნულია „ყავის მომდუღებლად“. ეს ფაქტი დღეს კულებას ნათქვამმა პირდაპირ დაადასტურა. თუმცა, სიდედროვიჩი, აკო მინაშვილი, მახსოვს მაშინ შეეცადა, ეს ფაქტი გაესაღებინა აწ უკვე უკრაინელი სააკაშვილის უდიდეს მიღწევად და წარმოაედინა ის სრულიად უკრაინის „რეფორმების მამად“ და ერის გადამრჩენად...


ვინმემ ამიხსნას, კერძო პირმა როგორ უნდა გაატაროს რეფორმები რომელიმე ქვეყანაში. თანაც, მას ამისთვის არც უნარები გააჩნია, არც ცოდნა და როგორც დღეს გავიგეთ არც ნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ეკონომიკრი რეფორმების იდეოლოგი იყო კახა ბენდუქიძე, მაგრამ ის ცოცხალი აღარ არის. მას შემდეგ "ნაციონალური მოძრაობას" ერთი ლოგიკურად გათვლილი გეგმა არ დაუდია. სააკაშვილმა სხვა ქვეყანში რა უნდა გააკეთოს, თან როცა გეუბნებიან რომ არავინ არ ხარ კი არადა, ხარ. სააკაშვილი „რეფორმატორი“ ყავის მომდუღებლის სტატუსით...


 

"- წერს მჭედლიშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ