დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„გარდამავალი რეჟიმის იდეა, როდესაც გამონაკლისი ძალაუფლება მინიჭებული აქვს მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს“ 14.07.2020 20:22

ერთგვარად გარდამავალი რეჟიმის იდეა, როდესაც გარკვეულწილად გამონაკლისი ძალაუფლება ჯერ კიდევ მინიჭებული აქვს მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს , - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა. ელჩმა ამასთანავე აღნიშნა, რომ ენდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რომლებმაც ბალანსი უნდა გამონახონ, რათა ამ საკანონმდებლო ცვლილების ბოროტად გამოყენება არ მოხდეს.

 

„ახლა ყველა ხელისუფლება ერთი და იმავე გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ იმას, რაც დარჩა პანდემიისგან და ასევე, შევქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც ნორმალური ცხოვრების წესთან დაბრუნებაში დაგვეხმარება. ვფიქრობ, ისეთ ადგილებში, როგორიც საქართველოა ან საფრანგეთი, სადაც არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის დაწესება საჭირო აღარაა, რადგან კრიზისის ამდენად მწვავედ აღარ დგას, მაგრამ არც ნორმალურ ცხოვრებას დავბრუნებივართ ჯერ და ერთგვარად გარდამავალი რეჟიმის იდეა, როდესაც გარკვეულწილად გამონაკლისი ძალაუფლება ჯერ კიდევ მინიჭებული აქვს მთავრობას შეზღუდვების დასაწესებლად, ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ეს უფრო მეტად პროპორციულობისა და ამ კანონმდებლობის განხორციელების საკითხია. ამ საკანონმდებლო ცვლილებების დეტალები არ ვიცი, თუმცა ზოგადად დემოკრატიულ სისტემას ვენდობი. ვფიქრობ, რომ თუ ამ მიმართულებით კრიტიკა არის გამოთქმული, ის უნდა იყოს გამოთქმული, ვფიქრობ, რომ ეს კრიტიკა უნდა მოისმინონ, რათა შესაბამისი ბალანსი გამოინახოს და რა თქმა უნდა მჯერა, რომ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები ამ ბალანსს იპოვიან და ასევე, განახორციელებენ მას იმგვარად, რომ არ მოხდეს ბოროტად გამოყენება“, - განაცხადა დიეგო კოლასმა.

 

ცნობისთვის, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ