აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის საზღვართან მდებარე თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტებისინტენსიური დაცხრილვის შესახებ იუწყება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
„დღეს 19:30 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განაახლეს ინტენსიური ცეცხლი თოვუზის რაიონში დასახლებული პუნქტების მიმართულებით მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და არტილერიიდან“ , - განუცხადა სააგენტოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგიფ დარგიახლიმ. ამავდროულად, მოსკოვში სომხეთის ელჩი ვარდან ტოგანიანი აზერბაიჯანი-სომხეთის შეტაკების შედეგად, სომხეთის მხრიდან გარდაცვლილებისა და 8-9 დაშავებულის შესახებ იუწყება, რომელთაგან ხუთი მშვიდობიანი მოქალაქეა.
„დღეისთვის, დავაზუსტე, რომ არიან დაღუპულები და დაშავებულები - რვა თუ ცხრა ადამიანი. თუმცა, ვითარება იცვლება, რადგან ამ დრომდე გრძელდება სროლები, აზერბაიჯანი ნაღმტყორცნებიდან ისვრის“ , - განაცხადა სომხეთის ელჩმა რუსეთში.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge