21:47 14.07.2020
„ეს არის სიგნალი ფაშინიანის და მისი მთავრობის მიმართ, რომელმაც რუსეთის ფარვატერიდან ამოსვლა განიზრახა და დასავლეთთან კეკლუცობა დაიწყო“

ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:

 

საინტერესოდ ვითარდება პროცესები. აზერბაიჯანთან საზღვარზე შეიარაღებული კონფლიქტის გამო 12 ივლისს სომხეთმა, როგორც წევრმა ქვეყანამ, ოფიციალურად მიმართა ОДКБ-ს და მის წევრ ქვეყნებს ბელარუსს, ყაზახეთსა, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და რაც მთავარია რუსეთს, და სოლიდარობის გამოხატვა სთხოვა. სოლიდარობის ნაცვლად კი მიიღო ОДКБ ნეიტრალური განცხადება, რომლითაც ის „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოხატავს და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მე მგონია, ეს არის სიგნალი ფაშინიანის და მისი მთავრობის მიმართ, რომელმაც ბოლო დროს რუსეთის ფარვატერიდან ამოსვლა განიზრახა და დასავლეთთან კეკლუცობა დაიწყო.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge