22:03 14.07.2020
თურქეთის თავდაცვის მინისტრი ხულუსი აკარი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი ხულუსი აკარი აზერბაიჯანს სრულ მხარდაჭერას უცხადებს სომხეთთან სამხედრო ესკალაციის ფონზე და სომხეთს აკისრებს პასუხისმგებლობას ინციდენტისთვის.

 

„ვგმობთ სომხური მხარის შეტევას აზერბაიჯანის თოვუზის რაიონში. თანავუგრძნობთ გარდაცვლილი აზერბაიჯანელი სამხედროების ნათესავებსა და ახლობლებს, დაჭრილებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ განვაგრძობთ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დახმარებას სომხეთის წინააღმდეგ, რომელიც მრავალი წელია განაგრძობს აგრესიის პოლიტიკას და უკანონოდ ახდენს აზერბაიჯანული მიწების ოკუპაციას“ , - განაცხადა თურქეთის მინისტრმა, რომლის კომენტარსაც სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. მისი თქმით, თურქეთი აზერბაიჯანის გვერდით იქნება თანახმად პრინციპისა: „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge