დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"ბავშვები რომ ერთმანეთს ხოცავენ, ამ დროს პრეზიდენტმა უნდა თქვას, რომ ,,ვაჟკაცობა იცის ერთი ერთზე" ... აბა რა((" 15.07.2020 12:48

ტელეწამყვანი ინგა გროგოლია, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება:

 

"ვაჟაცობა ვიცი ერთი ერთზეო,განაცხადა ქალბატონმა პრეზიდენტმა. აი, მალადეც, ქ-ნო სალომე, დღევანდელი რეალობისთვის ძალიან ,,ადექვატური,, რამ თქვით, ძალიან! 


ბავშვები რომ ერთმანეთს ხოცავენ, ამ დროს პრეზიდენტმა უნდა თქვას აუცილებლად, რომ ,,ვაჟკაცობა იცის ერთი ერთზე" ... აბა რა ((((("

 

ცნობისათვის, "პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.


მისივე თქმით, „ჯგუფური ძალადობა მიუღებელია, არაქართულია და ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ“.


„არ ვიცოდი, რომ საქართველოში ამდენი გამომძიებელი იყო. მე არ გახლავართ გამომძიებელი და არც ვაპირებ რომ გავხდე. პროკურატურას რომ მივანდოთ ეს საქმე და ყველა არ ერეოდეს, ბევრად უფრო კარგი იქნებოდა და უფრო წავიდოდა წინ ეს საქმე. მე ვაჟკაცობა ვიცი ერთი-ერთზე, არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობა ადამიანებზე, ეს არის ძალიან მიუღებელი, არაქართული და მგონია, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. კიდევ უფრო მაღალი დონის ვაჟკაცობა არის აღიარება და მონანიება. ამაზე დავფიქრდეთ ყველა და ასე გავზარდოთ ჩვენი ახალგაზრდები არა ტყუილით, დამალვით და ჯგუფური ძალადობით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ