დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"რაც მედიაში ხდება შაქარაშვილის ტრაგედიის ირგვლივ, ამორალურია" 16.07.2020 13:08

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"კიდევ ერთხელ, მკაფიოდ, გაჭრილად: რაც მედიაში ხდება შაქარაშვილის ტრაგედიის ირგვლივ, არის ამორალური და გამოძიებისთვის ხელისშემშლელი.


ვისაც საპირისპირო აზრი აქვს, მათთვის:


1. როცა დაზარალებული ოჯახი სახალხო დამცველს მედიისგან თავის დაცვას სთხოვს, ესაა კონკრეტული მედიასაშუალებებისთვის უმძიმესი დიაგნოზი;


2. როცა სახალხო დამცველი ამ თხოვნასთან დაკავშირებით განცხადებებს არ აკეთებს, ესაა მისთვის უმძიმესი დიაგნოზი;


3. კითხეთ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო დეტექტივებს, საგამოძიებო მასალების მედიაში გამოტანა, დაკითხვის ოქმებისა და სხვა მასალების გამოფენა, განხილვა და სხვა, ესაა გამოძიებისთვის ზიანის მიყენებისა და ხელშეშლის მიზანმიმართული ქმედება, რაც, აღნიშნულ სიტუაციაში, როცა ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობის გახსნას ეხება, ასევე ამორალობაა.


4. ეს ყველაფერი, წესით, უნდა იცოდეს სახალხო დამცველმა და ასევე დუმს. მაშინ, როგორ უნდა განახორციელოს დანაპირები ღონისძიებები და გააკეთოს შეფასებები? დიდი ალბათობით, თავადაც ხელისშესაშლელად იქნება გამოყენებული.


5. საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან ახლოსაც არაა, რაც ახლა ხდება. საგამოძიებო ჟურნალისტიკა გულისხმობს საგამოძიებო სტრუქტურებისგან დამოუკიდებელ გამოძიებას, არ გულისხმობს გამოძიების მასალებთან სრულ წვდომას და ა.შ. როცა ცალმხრივად ადვოკატებს აძლევთ საშუალებას მედიაში გამოფინონ მთელი მასალები, შექმნან საზოგადოებრივი აზრი მათი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის შესახებ, როცა მათი აზრი და პოზიციები დომინირებს მედიაში, ეს ჟურნალისტიკაც აღარაა და ასევე ამორალობაა, რადგან, ეს დაზარალებული მხარის საზიანო ქმედებაა.


მესმის, რომ გამოძრავებთ მხოლოდ პოლიტიკური მიზნები, მესმის, რომ თავიდანვე მიზნად გქონდათ გამოძიების ჩიხში შეყვანა, ამას აღარც მალავთ, მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ არ ბნელა და ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა.


არ შეიმჩნიოთ, თითქოს არ წაგიკითხავთ. თან შუბლზეც მოისვით ხელი,-  ხომ ყველაფერი მთელია?!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ