დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი განაახლა, ვისთვისაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა საზღვრებიგახსნა 16.07.2020 21:18

ევროკავშირის საბჭომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი განაახლა, რომლების მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გარე საზღვრებზე სამოგზაურო შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა უნდა დაიწყონ. ჩამონათვალში კვლავ არის საქართველო. რეკომენდაციით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე, 16 ივლისის მდგომარეობით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის არიან: საქართველო, კანადა, ურუგვაი, ალჟირი, ტუნისი, მაროკო, რუანდა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და ჩინეთი (თუ ის ასევე გაუხსნის საზღვრებს ევროკავშირის მოქალაქეებს).

 

ორი კვირის წინ გამოქვეყნებულ ჩამონათვალში ასევე იყვნენ, მონტენეგრო და სერბეთი. ევროკავშირის საბჭოს განცხადების თანახმად, სია ყოველ 2 კვირაში განახლდება. მესამე ქვეყნებისთვის მოგზაურობაზე შეზღუდვების მოხსნის კრიტერიუმებს შორის არის ამ ქვეყნებში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეპიდემიის შეკავებისთვის არსებული ზომები, მათ შორის ფიზიკური დისტანციის ზომა, ეკონომიკური და სოციალური პირობები. კონკრეტულად კი, ევროკავშირის საბჭოს ცნობით, სიის შექმნისას შემდეგი კრიტერიუმები გაითვალისწინეს: ბოლო 14 დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა და ყოველ 100 000 მოსახლეზე უნდა შეესაბამებოდეს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ან იყოს მასზე ნაკლები; აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, წინა 14 დღესთან შედარებით, კორონავრუსის ახალი შემთხვევების ტენდენცია უნდა იყოს სტაბილური ან კლებადი; ზოგადი რეაგირება „კოვიდ-19“-ზე, მათ შორის ტესტირების, კონტროლის, კონტაქტების გამოვლენის, შეკავების, მკურნალობისა და აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაციის, ასევე ინფორმაციის სანდოობის გათვალისწინებით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ