დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა 18.07.2020 12:07

მსოფლიოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 237 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 13 616 593-ს მიაღწია.

 

რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს კიდევ 5 682 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი 585 727-მდე გაიზარდა.

 

აღსანიშნავია, რომ აქამდე ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გასულ კვირას დაფიქსირდა, როდესაც მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 230 370 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ