დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ნანტის პროკურორი პიერ სენი წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს 18.07.2020 18:08

საფრანგეთის ქალაქ ნანტის პროკურორი პიერ სენი წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსიას არ გამორიცხავს. მისი თქმით, შესაძლოა ხანძრის გაჩენა რადიოსადგურ France Bleu-სთან იყოს დაკავშირებული. ნანტის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მათ ხანძარი სრულიად ჩააქრეს და ტაძარს ჩამოგრევის საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, ცეცხლმა ტაძრის ორღანი მთლიანად გაანადგურა. ასევ ჩამსხვრეულია შენობის წინა მხარეს მდებარე ვიტრაჟები. 

 

შეგახსენებთ, საფრანგეთის ქალაქ ნანტში, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში ცეცხლი გაჩნდა, რომლის ჩაქრობასაც რამდენიმე საათის განმავლობაში 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობდა. საკათედრო ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და მის საბოლოოდ დასრულებას 457 წელი დასჭირდა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ