დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

თესალონიკის მრავალენოვნების ფესტივალი იდენტობისა და მიგრაციის პერსპექტივიდან 19.07.2020 15:40

თესალონიკში მრავალი წელია აღინიშნება მრავალენოვნების ფესტივალი, სადაც ქართული დიასპორაც აქტიურად მონაწილეობს. როგორია ქართული დიასპორის გამოცდილება, როგორი სამომავლო გეგმები აქვთ თესალონიკელ ქართველებს, –ამ და სხვა შეკითხვებზე მიგრაციის მკვლევარს, ფილოლოგიის დოქტორს, პროფესორ ნინო პოპიაშვილს ესაუბრება ქართული დიასპორის წარმომადგენელი, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მრავალი დიასპორული ღონისძიების ორგანიზატორი და მონაწილე, ნათია მაისურაძე–ანასტასიადი.


ნ. პ. ნათია, მომგესალმებით. როგორც ვიცით, რამდენიმე წელია თესალონიკში აღინიშნება მრავალენოვნების ფესტივალი. მოგვიყევით ამ ფესტივალის შესახებ.

 

ნ. მ. ფესტივალი „მრავალენოვანი თესალონიკი“ რვა წლის წინ დაარსდა, 2013 წელს კი პირველად გაიმართა. ფესტივალის დაარსების ინიციატორი იყო ახალგაზრდობის მხარდაჭერის საუნივერსტეტთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი არისტოტელეს უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომელი და თესალონიკის მერიის  წარმომადგენელი, ქალბატონი არგირო მუმზიდუ, რომელიც ასევე არის თესალონიკის მერიის წარმომადგენელი. იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამასთან შLYMშ (შოციოცულტურალ Lეარნინგ ფორ Yოუტჰ ინ Mობილე შოციეტიეს) პროგრამის მხარდამჭერები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, ევროკავშირის ერაზმუსის პროგრამა; თესალონიკის მერია; ახალგაზრდობის მხარდამჭერი ორგანიზაცია Άρσις, და სხვა ბერძნული და საერთაშორისო ორგანიზაციები. ფესტივალის მხარდამჭერია რადიო ღეალ FM 107.4 სადაც ქალბატონი არგირო მუმზიდუ ყოველ კვირას მოგვითხრობს ახალ პროგრამებსა და კონკრეტულად ფესტივალის მიმდინარეობის შესახებ.   მესამე წელია ორგანიზაცია UNEშჩO –ს ეგიდით ტარდება რაც ძალზედ სასიხარულოა.


ნ. პ. რამდენი წელია ქართული დიასპორა მონაწილეობს ამ ფესტივალში და რა გამოცდილება დაგროვდა?

 

ნ. მ. ფესტივალის ქართული დელეგაცია სამი ადამიანისაგან შედგება მაგრამ მიუხედავად ამისა, ფესტივალის ერთ ერთი ყევლაზე აქტიური მონაწლეები ვართ: ქალბატონი ზაირა გარდავა დელეგაციის ხელმძღვანელი, მე თქვენი მონა მორჩილი, ნათია მაისურაძე და ბატონი ზაზა სულამანიძე, რომელიც წელს  სამწუხაროდ  გამოაკლდა ჩვენს რიგებს, მაგრამ  ყოველთვის დარჩება ჩვენს გულში როგორც ძვირფასი მეგობარი და კოლეგა. ჩემი მიზანია, გავაცნო ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს საქართველო და ამისათვის ტარდება ლექციები და დისკუსიები სხვადასხვა თემაზე, როგორებიცაა ქართული ენა, ღვინის წარმოშობა , ტექნოლოგიები, ქართველი არტისტები მხატვრები, ჩვენი არქიტექტურა ფოლკლორი მუსიკა. ჩვენი დელეგაციის თავდაპირველი მიზანიც ეს იყო: გვეჩვენებინა ადგილობრივებისთვისაც და საბერძნეთში მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანებისათვისაც საქართველოს თვითმყოფადი კულტურა, ტრადიციები , გაგვექარწყლებინა ის ნეგატიური სტერეოტიპები, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო არის დამკვიდრებული საბერძნეთში.სამწუხაროდ ქართველებზე ტელევიზიიდან თითქმის ყოველდღე არასახარბიელო ინფორმაცია ისმოდა, უმეტესად ნეგატიური, ჩვენ კი საკუთარი ძალისხმევით ყევლაფერი გავაკეთეთ იმისათვს, რომ დადებით კონტექსტში წარმგვეჩინა საკუთარი ქვეყანა, უკეთ გაგვეცნო მათთვის ჩვენი ქვეყნის რაობა. ვფიქრობთ, გამოგვივიდა. ფესტივალის დაარსებისთანავე ქართული დელეგაცია ჩართულია მის მუშაობაში. და მას მერე ჩვენი სამეული აქტიურად ვმონაწილეობთ, რომ არა ჩვენი თანამემამულეების მხარდაჭერა, ალბათ ასეთი წარმატებული ვერც იქნებოდა ჩვენი ჩართულობა ფესტივალში. ადამიანები, ვინც ხელოვნებას ემსახურებიან, ჩვენს ფესტივალში მუდმივად მონაწილეობენ, რადგან ფესტივალი არ არის მხოლოდ საინფორმაციო–ანალიტიკური, ის არის დღესასწაული, სადაც 30–მდე ქვეყნის წარმომადგენლები თავიანთი ქვეყნების ხელოვნებას წარმოაჩენენ.

 

ფესტივალის ფარგლებში იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიება. წარმოდგენილია ცეკვები, გამოფენები, ლიტერატურული შეხვედრები და სხვა. უღრმესი მადლობა ფესტივალის ყველა მონაწილეს, რომლებიც უპირობოდ თანხმდებიან გამოსვლას. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი “საქართველო“, ხელმძღვანელი რუსუდან საბანაძე, მხატვარი ქალბატონი ნინო ონიანი თავისი ნამუშევრებით, მეგი ბოსტოღანაშვილი–კული, თავისი შესანიშნავი მოსწავლეებით, რომლებიც მუსიკალურად აფორმებდნენ ფესტივალს, განსაკუთრებით, პაწაწინა ანუკა, რომელმაც თავისი სიმღერით ყველას თავი შეაყვარა. ასევე, მინდა წინასწარ დიდი მადლობა ვუთხრა აგრეთვე მათაც, ვინც მომავალში შემოგვიერთდება.  


ნ. პ. მიგრაცია გლობალიზაციის ეპოქის თანმდევი პროცესია, თუმცა გლობალიზაციამდეც აღინიშნებოდა მიგრაციული პროცესები. ისტორიული და თანამედროვე მიგრაციები ერთმანეთისაგან განსხვავდება, თუმცა არსებობს საერთო მახასიათებლებიც. თქვენი აზრით, თესალონიკის მიგრანტებზე დაკვირვების მიხედვით, რა სახის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები არსებობს ისტორიულ და თანამედროვე მიგრანტებში?

 

ნ. მ. ვფიქრობ, მიგრაციის საერთო გამაერთიანებელი მომენტია, ნოსტალგია. ნოსტალგია საკუთარ სამშობლოზე, მეგობრებზე ოჯახის წევრებზე, ხშირად ეს გრძნობა ხდება ბიძგი იმისა, რომ ადამიანმა მასში აქამდე არარსებული ტალანტი დაინახოს, ვგულისხმობ შემდეგს: ბევრი მიგრატი იწყებს ხატვას, ლექსების წერას, სიმღერას და ა. შ. პოულობენ საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს, გამოხატონ თავიანთი  განწყობები, შთაბეჭდილებები, ნოსტალგია, ემოციური ბმულობა სამშობლოსთან. ისინი თავის ნოსტალგიას იქარვებენ ასეთი ფორმით, რასაც მე ამდენი წლის მანძილზე თავად ვაკვირდები. რაც შეეხება განსხვავებას, ჩემი პირადი გამოცდილებით მინდა ვთქვა, რომ ევროპელი ერების წარმომადგენლები ცდილობენ და საკმაოდ კარგად გამოსდით ინტეგრაცია, ენის შესწავლა და ადგილობრივი კანონებისადმი პატივისცემა, ამასთან თავიანთ ეროვნულ იდენტობას მხოლოდ ფესტივალზე გვაცნობენ, სხვა მხრივ არაფრიათ განსხვავდებიან, რაც შეეხება აზიური კულტურის წარმომადგენლებს, აქ საქმე რთულადაა, ისინი არა მხოლოდ ინტეგრაციას გაურბიან, გაურკვეველია რატომ წავიდნენ სხვა ქვეყანაში, თუ ისეთივე დაჩაგრულის როლში აღმოჩნდებიან და საერთოდ არ მონაწილეობენ არც წარმოდგენებში არც სხვა კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებში.

 

ისტორიულ მიგრანტებს რაც შეეხებათ, მათ გათვითცნობიერებული ჰქონდათ, რომ არ დაბრუნდებდნენ სამშობლოში და მათი სახლი ახლა ეს ქვეყანაა, რომელშიც ცხოვრობენ, ამიტომ უფრო დაცულად და მშვიდად განაგრძობენ ცხოვრებას. თვლიან თავს ამ საზოგადოების განუყოფელ ნაწილად. მიგრანტების ახალი თაობა კი ჯერ გაურკვევლობაშია, ერთი მხრივ, ვირტუალურმა სამყარომ საკმაოდ დაახლოვა ქვეყნები და ხალხები, მეორე მხრივ, საკმაოდ მოწყვიტა რეალობას, ეს უფრო სპეციალისტების გასაანალიზებელია, ერთადერთი, რაც გულს მტკენს ახალი თაობის ემიგრანტების ოჯახებში ბავშვებმა მშობლიური ენა არ იციან, ან ნაკლებად საუბრობენ. სამწუხაროდ, ქართული სკოლაც აღარ გვაქვს ამ ქალაქში.

 

ნ. პ. როგორ მონაწილეობს ქართული მხარე: საკონსულო, საელჩო და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურები ამ ფესტივალში?

 

ნ. მ. საქართველოს საკოსულო საბერძნეთის რესპუბლიკაში ძალიან აქტიურად გვეხმარება, ვსარგებლობ შემთხვევით და დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყოფლ გენერალურ კონსულს, ბატონ მუხრან გულაღაშვილსა და ვიცე კონსულს ბატონ გოჩა გოჩაშვილს, ისინი მართლაც აქტიურ მონაწილეობას იღებენ და სალონიკის მერიაში  ფესტივალის სამუშაო შეხვედრებშიც კი მონაწილეობენ ჩვენთან ერთად. აგრეთვე, ფესტივალის ქართული დელეგაციის მხარდამჭერია ტურიზმის დეპარტამენტიც, რომელიც საინფორმაციო ბუკლეტებს გვიგზავნის. დახმარება საქართველოდან ამით შემოიფარგლება. მინდა ავღნიშნო თბილისის საპატრიარქოს სკოლის, «მთაწმინდელების» პატარა მოსწავლეების საჩუქარი, თავიანთი პატარა ხელით შექმნილი ნამუშევრები, ნახატები რომელებიც პავილიონში გვაქვს გამოფენილი. პავილიონი ჩვენი ძალებით გვაქვს გაფორმებული, რადგან ფესტივალი არაკომერციულია და ყევლა ხარჯს თავად ვიხდით. ოჯახის წევრებიც მხარში გვიდგანან, საქართველოს სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს.

 

ნ. პ. როგორ ჩატარდა 2020 წლის მრავალენოვნების ფესტივალი KOVID-19 პანდემიის ფონზე?

 

ნ. მ. პანდემიის გამო წელს ფესტივალი დისტანციურ რეჟიმში გადავიდა, არისტოტელეს სახელობის თესალონიკის უნივერსიტეტმა შექმნა ონლაინ პლატფორმა სადაც პროგრამის მიხედვით დელეგაციების წევრები ვსაუბრობთ სხვადასხვა თემებზე, ისევ ვატარებთ ლექციებს, საკმაოდ შრომატევადი საქმეა მაგრამ ღირს.


ნ. პ. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

ნ. მ. თავისთავად გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, თესალონიკის ახალი მერის, ბატონი კონსტატინე ზერვას ინიციატივით, ფესტივალში მონაწილე დელეგაციებისათვის ნებისმიერ დროს შესაძებელი იქნება დარბაზის გამოყოფა თავად მერიის შენობაში, ან მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ნებისმიერ დარბაზში, ღონისძიებისა თუ ლექციის ჩასატარებლად. ქალბატონი ნინო ონიანის (მხატვარი) ინიციატივით დაგეგმილი გვაქვს თესალონიკში მცხოვრები ბავშვების ხელოვნების ნიმუშების გამოფენა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით გამოფენის გაკეთება არ ხერხდება პანდემიის გამო, მაგრამ აუცილებლად ჩავატარებთ როგორც კი შესაძლებლობა მოგვეცემა. აგრეთვე დაგეგმილი გვაქვს ზაზა სულამანიძეს ხსოვნის საღამოს ჩატარება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალში მონაწილე დელეგეგაციების წარმომადგენლები. ეს ჯერ იდეაა, მაგრამ ვფიქრობ უარს არავინ იტყვის, რადგან ამდენი წლის განმავლობაში ერთ დიდ ოჯახად ვიქეცით და ერთ საერთო საქმეს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ.

 

ნ. პ. დიდი მადლობა საუბრისთვის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ