15:55 20.07.2020
"კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაცია, შესაძლოა, 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყოს"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერი სუმია სვამინატანის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაცია, შესაძლოა, 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყოს.

 

ამის შესახებ ინცორმაციას გამოცემა dpa international-ი ავრცელებს.

 

„ვაქცინის კლინიკური ცდები ოცამდე კანდიდატზე მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ აქედან რამდენიმე ეფექტური აღმოჩნდება. ძალიან არ გაგვიმართლებს, თუკი არცერთი მათგანი არ გაამართლებს. თუ პრაქტიკულად ვიმსჯელებთ, 2021 წლის შუა პერიოდში გვექნება ვაქცინა, რომლის ფართოდ გავრცელება იქნება შესაძლებელი, თუმცა, რასაკვირველია, ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“, - განაცხადა სუმია სვამინატანმა.

 

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში გასული წლის ბოლოს აღმოაჩინეს. არსებული მონაცემებით, პანდემიის გავრცელების დროიდან მსოფლიოში კოვიდ 19-ის 14 668 020 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 8 750 692 და დაღუპულია 609 508 ადამიანი.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge