დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

უკრაინაში დამნაშავემ პოლიციას ნება დართო, მძევლებისთვის წყალი გადაეცა 21.07.2020 20:28

უკრაინის ქალაქ ლუცკში პოლიციამ პირველად შეძლო მამაკაცთან მოლაპარაკება, რომელმაც ავტობუსით ადამიანები მძევლად აიყვანა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დამნაშავემ მათ ნება დართო, მძევლებისთვის წყალი გადაეცა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშენკომ განაცხადა. წყალი მძევლებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელმა გადასცა. „მოლაპარაკებების პირველი შედეგი. მაქსიმ კრივოშმა პოლიციას ნება დართო მძევლებისთვის წყალი გადაეცა. მძევლებს წყალი ეროვნული პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ ევგენი კოვალმა გადასცა“, - განაცხადა გერაშენკომ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ