დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"როგორ ახერხებს თაღლითი ეკა გიგაური უცხოელი დონორების გაბრიყვებას" - სანდრო ბრეგაძე 22.07.2020 14:10

"ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"საერთაშორისო გამჭირვალეობა ანუ კაპიტან გიგაურის კანტორა, რომ დილეტანტიზმისა და უცოდინარობის ცენტრია ეს არახალია. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია თუ როგორ ახერხებს თაღლითი ეკა გიგაური უცხოელი დონორების გაბრიყვებას და მილიონიანი გრანტების დაცანცვლას.სრული იმბეცილობა,გაუნათლებლობა,არაადექვატურობა,ყოველივეს დასადასტურებლად ერთ თვალსაჩინო მაგალითს მოგიყვანთ-გიგაურის კანტორის კვლევაში ცალკე თავადაა გამოყოფილი ეს ტექსტი —- “ დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და „ქართული მარშის“ ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ცენტრში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში.

 

სრული დებილიზმი, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე არასოდეს არ ყოფილა, არ არის ქართული მარშის ლიდერი, არც წევრი, მას აქვს თავისი გზა, ხოლო პრიმაკოვის ფონდი აბსოლიტურად არანაირ კავშირში არც ყოფილა, არც არის და არც იქნება მარშთან. ზემოთ აღნიშნული ტექსტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოროსისტული არასამთავრობოების ფლაგმანი საერთაშორისო გამჭვირვალეობა არის სიცრუეზე და ცილისწამებაზე აგებული მახინჯი წარმონაქმნი, რომლის მთავარი დანიშნულებაა სიყალბე, ყალბი ინფორმაციების გავრცელება და მილიონიანი გრანტების კორუფციული გზით ხელში ჩაგდება!!! ამ ე.წ.კვლევამ და უკიდეგანო მოღალატეობამ, დილეტანტიზმმა კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ ქართული მარშის მოთხოვნა - აიკრძალოს უცხოეთიდან არასამთავრობოების დაფინანსება, აიკრძალოს სოროსის ფონდის საქმიანობა, აუცილებელია და სასწრაფოდ განსახორციელებელი !!!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ