დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"საქართველომ ამ გადაწყვეტილებით აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა" 23.07.2020 12:51

ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"მთავრობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება ამერიკულ ნავთობის კომპანია "ფრონტერას" არ შეუწყვიტოს ხელშეკრულება და ნება დართოს გააგრძელოს მან მოპოვებითი სამუშაოები ტერიტორიის იმ ერთ პროცენტზე, სადაც ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ნავთობის მოპოვება მიმდინარეობს.


ჰააგაში და სტოკჰოლმში წაგებული არბიტრაჟის გადაწყვეტილების თანახმად, "ფრონტერამ" სახელმწიფოს დაუბრუნა ტერიტორიის ის 99 პროცენტი, სადაც მას ძებნა-ძიება უნდა ეწარმოებინა, მაგრამ არც არაფერი გაუკეთებია.


საქართველომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკას აჩვენა, რომ მისთვის ძვირფასია ამერიკულ კომპანიებთან ურთიერთობა და ყველანაირად ცდილობს ამერიკულ ბიზნესს ხელი შეიწყოს.


მთავრობის გადაწყვეტილებით, "ფრონტერას" მოესპობა

შესაძლებლობა ამერიკელ კანონმდებლებს ლობისტების დამხარებით დრო და დრო აწოდოს არასწორი ინფორმაცია და დისკრედიტაცია მოახდინოს საქართველოში არსებული პოლიტიკური და ბიზნეს-გარემოსი," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ