დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

„ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს, რომ საქართველოში არის კარგი საინვესტიციო კლიმატი, ხოლო ინვესტიციები უმაღლეს დონეზეა დაცული“ 23.07.2020 21:16

გიორგი ცუცქირიძის პოსტი:

 

ამჯერად არ შევუდგები კომპანია "ფრონტერასთან" დავის ისტორიულ ქრონოლოგიას, რაც ბოლო წლებში ამ ამერიკული კომპანიის საქართველოს სახელმწიფოსთან დავის ასპექტებთან არის დაკავშირებული, მათ შორის საერთაშორისო არბიტრაჟში. ეს დავა არაერთხელ ქცეულა სხვადასხვა ინტერპრეტაციების თუ სპეკულაციების საგანიც, ქართული ოპოზიციის მხრიდან, გაუარესებულ საინვესტიციო კლიმატზე ღია მინიშნებებით, თუმცა აქვე მსურს ავღნიშნო, რომ საერთაშორისო არბიტრაჟში, მიმდინარე წლის 17 აპრილს, კომპანია „ფრონტერა“ ქართულ მხარესთან დავაში დამარცხდა. მთელ ამ ისტორიაში საინტერესო კი ის არის, რომ როგორც კომპანია „ფრონტერასთან“, ასევე ზოგადად საერთაშორისო ინვესტორებთან მიმართებაში, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ეძებს კომპრომისს. მიუხედავად იმისა, რომ ამ დავაში “ფრონტერამ” პროცესზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით ლობისტური კოპანიების დახმარებაც უხვად გამოყენა, ამერიკული პოლიტიკური წრეებზე ზეგავლენის მოსახდენად და მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად, საქართველოს მთავრობამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრაქტი აღარ მოიშლება და კომპანიას შესაძლებლობა ექნება საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოში არის კარგი საინვესტიციო კლიმატი, ხოლო ინვესტიციები უმაღლეს დონეზეა დაცული საკანონმდებლო დონზე! ამას ადასტურებს საქართველოში მოქმედი 300-მდე ამერიკული კომპანიის წარმატებული მუშაობა, საერთაშორისო შეფასებები საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე, ამ გადაწყვეტილებას დღეს განაკუთრებული დატვირთვაც აქვს, როდესაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები 450 მდე უცხოურ სამიზნე კოპანიასთან, 32 ქვეყანაში, მათი საწარმოო სიძლავრეების ნაწილის საქართველოში გადმოსატანად. დეტერიტერიზაციის გზით, რაც მხოლოდ დადებითად აისახება პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე და დასაქმების ზრდაზე.

 

ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკის სტიმულირების სამთავრობო პროგრამა, რომელიც წამყვანი უცხოელი და ადგილობრივი საექსპერტო ჯგუფების თანამონაწილეობით მუშავდება, სწორედ ამ პრიორიტეტებზეა აგებული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ