11:51 24.07.2020
"მოსაზრება, თითქოს საქართველომ კორონავირუსის პანდემიისას მოსახლეობის ჯანმრთელობას ეკონომიკა შესწირა, გაუმართლებლად მეჩვენება"

პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარუძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"Bloomberg-ს ეკონომისტების აზრით, კორონავირუსთან ბრძოლის შვედურმა მოდელმა არ გაამართლა.


შვედეთის უარმა კორონავირუსის პანდემიის დროს კარანტინის შემოღებაზე ეკონომიკის გადასარჩენად, არ გაამართლა და მიუხედავად იმისა რომ შვედური ეკონომიკა ნაკლებად დაზარალდა, მისი აღდგენის ტემპები გაცილებით ნაკლებია ვიდრე მეზობელი ნორვეგიის, სადაც პანდემიას მკაცრი შეზღუდვებით უპასუხეს.


ამიტომაც ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრება, თითქოს საქართველომ კორონავირუსის პანდემიისას მოსახლეობის ჯანმრთელობას ეკონომიკა შესწირა, გაუმართლებლად და ცოტა არ იყოს ამორალურადაც კი მეჩვენება." - წერს ანჯაფარიძე. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge