დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"თურქეთმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დამპყრობელი და მიმტაცებელია" 24.07.2020 15:48

მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში, აია-სოფიას ტაძარში მიმდინარე პირველ მუსლიმურ მსახურებას ეხმაურება:

 

"თურქეთმა დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დამპყრობელი და მიმტაცებელია.


აია სოფია მსოფლიოს თვალში მუდამ დარჩება ბიზანტიის იმპერიის და ქრისტიანობის საუკუნოვანი ტრადიციის სინთეზად.
მოზაიკით აწყობილი ღვთისმშობლის მზერა, არასდროს შეისმენს მოლას გაუგებარ ლოცვას. საუკუნეებიდან გადმოსული ფრესკები ვერ დაიფარება თეთრი ზეწრებით, რომელშიც უფრო გამოკვეთილად აისახა ოტომანთა მემკვიდრეების შავბნელი ზრახვები...


ახლა იწყება შემთხვევით გაძლიერებული სახელწმიფოს რეგრესი და ამის მიზეზი იუსტინიანეს დროს აგებული ტაძრის მითვისებაა...


დაინგრა ტროა, განადგურდა სემირამიდას ბაღები, დაიმხო ბაბილონის გოდოლის იდეა...


დღევანდელი სიბნელე არაფრით შერჩება ქრისტეს ეკლესიის დამტყვევებელს!.."- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ