დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ზაურ ანთია - ირლანდიის კრივის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და „თავმდაბალი ქართველი გენიოსი“ 25.07.2020 12:14

ზაურ ანთიას    „თავმდაბალ  ქართველ გენიოსს“  და „მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელს“ უწოდებენ. ირლანდიური პრესა წერს, რომ ის ჟურნალისტებთან ურთიერთობას ერიდება.  არის  შემოქმედი პიროვნება, რომელსაც ერთნაირად უყვარს სპორტი და ხელოვნება ისე,  როგორც ყველა ქართველს.

 

ზაური ირლანდიაში  2003 წელს ჩავიდა და სათავეში ჩაუდგა ირლანდიური კრივის აღორძინებას. მისი დამსახურებით ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ხუთეულში შევიდა და მოკრივეები მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ. მათ  საერთაშორისო ტურნირებზე 140 მედალი მოიპოვეს. 

 

"ზაური საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო. ის დუბლინში ირლანდიური კრივის ფედერაციის მიწვევით ჩავიდა. მაშინ ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა ძალიან დაბალ დონეზე იყო.  თავდაპირველად  ნაკრების მწვრთნელი გახდა    ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებაში, ორი წლის შემდეგ კი - ირლანდიის ყველა ასაკობრივი ნაკრების  მწვრთნელი. სპორტსმენები  პირველი დღიდან მას „ბესთ ქოუჩს“ ეძახდნენ.  „როცა ადამიანი თავდაჯერებული ხარ,  სულითა და გულით აკეთებ საქმეს, შენი ქარიზმა სხვა ადამიანებზეც გადადის“ - ამბობს ქართველი მწვრთნელი. 

 

ზაურ ანთია ირლანდიელი სპორტსმენებისთვის პატივსაცემი და ავტორიტეტული მწვრთნელია. როგორც ძლიერ,  კეთილშობილურ და მხიარულს პიროვნებას, მას ასე ახასიათებენ. დიდ დროს ატარებს მოკრივეებთან ერთად,  თამაშობს ფეხბურთს,  უკრავს პიანინოზე და გიტარაზე. 

 

„ის არის მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი. ჩემთვის მეორე მამასავითაა, რომელმაც სპორტშიც და ცხოვრებაშიც ბევრი რამ მასწავლა. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ირლანდიაში კრივის განვითარებასა და ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებებში,“ – ამბობს ოლიმპიური ჩემპიონი კეიტ  ტეილორი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ