დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"რა დაავადებებს იწვევს ჯანმრთელ ადამიანებში პირბადეს ხანგრძლივი ტარება?" - კითხვები ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს 25.07.2020 12:27

მალხაზ გველუკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"ექიმი გიორგი ზარდიაშვილი

 

კითხვები ბ-ნ ამირან გამყრელიძეს და ბ-ნ პაატა იმნაძეს Paata Imnadze ახალ კორონა ვირუსზე


Questions to our Medics about New Corona Virus


თუ შეიძლება გვიპასუხეთ:


1. ახალი კორონა ვირუსი აჩენს დაავადებას ჯანმრთელ, ან ავადმყოფ ადამიანში, რომელიც არ იკურნება სწორად მკურნალობით, თქვენს ხელთ არსებული პრეპარატებით?


2. ვისაც შეხვდა და გადაიტანა ახალი კორონა ვირუსი, ყველა ჯანმრთელი იყო? რამდენმა ჯანმრთელმა და რამდენმა ავადმყოფმა გადაიტანა ახალი კორონა ვირუსი მკურნალობის გარეშე? გაქვთ ამის სტატისტიკა?


3. ვისაც შეხვდა და გადაიტანა ახალი კორონა ვირუსი გართულების გარეშე, ყველას თქვენ უმკურნალეთ?


4. ვინც გარდაიცვალა ახალი კორონა ვირუსით, სჭირდათ მძიმე ქრონიკული დაავადებები, თქვენივე განცხადებით. მათ რომ შეხვედროდათ გრიპი, ან გაციება რთულ ფორმებში, გადაიტანდნენ?


5. რამდენი ადამიანი დაიღუპა წელს, ან წინა წლებში გრიპის, ან გაციების გართულებით? გაქვთ ამის სტატისტიკა?


6. საერთოდ, რაიმე სტატისტიკა თუ გაქვთ ამ ქვეყანაში დაავადებების გავრცელების, მკურნალობის, გამოჯანმრთელების, გარდა ახალი კორონა ვირუსის ტესტირების და გამოჯანმრთელებულთა, ან გარდაცვლილთა? ან თვით ამ ახალი კორონა ვირუსის ტესტირების დროს, თუ იკვლევთ, უარყოფითი ტესტის პასუხი რამდენ ჯანმრთელ და რამდენ ქრონიკულ ავადმყოფს აღმოაჩნდა? თუ ყველაფერს ამას ფორმალურად არ აკეთებთ?


7. ბევრჯერ გკითხეს და კვლავ გეკითხებით, რამდენად სწრაფად გადადის ეს ვირუსი, როცა 6 თვის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობის 0.03% "აღმოუჩინეთ" ვირუსი? რამდენად საშიშია ეს ვირუსი, როდესაც ახალი კორონა ვირუსით "გარდაცვლილთა" პროცენტულობა არის მთელი ქვეყნის მოსახლეობის 0.0004% 6 თვის განმავლობაში?


8. გთხოვთ, დადოთ სტატისტიკა, მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს სხვა, უფრო საშიში და გადამდები დაავადებები და რამდენი ადამიანი იღუპება ამ დაავადებებით ქვეყანაში?


9. რამდენად ეთანხმებით შემზღუდავი ღონისძიებების, მათ შორის პირბადეს ტარებას და ტესტირებებს ქვეყანაში, მას მერე, რაც გამოაცხადეთ ეპიდემია დამარცხებულად და მოხსენით საგანგებო მდგომარეობა? ეფუძნება თუ არა, შეზღუდვების გაგრძელება რაიმე სამედიცინო და სამართლებრივ საფუძვლებს?


10. თქვენ, ან თქვენი ოჯახის წევრები თუ ატარებთ პირბადეს მთელი დღის განმავლობაში დახურულ სივრცეში 38 გრადუსზე მაღალ სიცხეში?


11. თუ ხართ გარკვეული, რა დაავადებებს იწვევს ჯანმრთელ ადამიანებში პირბადეს ხანგრძლივი ტარება? ბევრი უცხოელი და ქართველი ექიმი ხსნის ამ დაავადებებს მეცნიერულ დონეზე. თუ იღებთ პასუხისმგებლობას პირბადის ხანგრძლივი ტარებით გამოწვეულ დაავადებებზე?


12. რას ემსახურება ნაცხის ანალიზის აღება ცხვირის ღრუდან და პირხახიდან, როცა ვირუსი შესაძლოა არ იყოს იქ, სადაც ეძებთ და იყოს მხოლოდ ფილტვში, ან განავალში? რამდენად სწორად ეძებთ ვირუსს?


13. თუ აღიარებთ, რომ ადამიანის რესპირატორულ ზედა სასუნთ გზებში, სადაც თქვენ ცოცხალ ვირუსს ეძებთ, შეიძლება ნახოთ იმუნიტეტის მიერ მკვდარი ვირუსის ფრაგმენტები და ეს არ მოგცემთ პისიარ ტესტით ვირუსის არსებობის დადგენის საშუალებას? რა დროსაც ცოცხალი ვირუსი შეიძლება იყოს ფილტვში, ან ადამიანის სხვა ორგანოში? თუ ეს ვირუსი ასეთი საშიშია, რომ საუბრით და სუნთქვით გადადის და ამის გამო პირბადე უნდა ატაროს ხალხმა დახურულ სივრცეში, რომ სუნთქვით ვირუსი არ გაავრცელოს, მაშინ რატომ არ შეიძლება იმავე ტესტზე დაასუნთქოს, ან დაანერწყვოს ადამიანმა და ასე გაიგოთ, აქვს თუ არა ადამიანს ვირუსი? რა საჭიროა ასეთი უსიამოვნო და დაინფიცირების რისკის შემცველი ტესტირების ჩატარება, როცა სხვა გზითაც შეიძლება გაიგოთ ვირუსის არსებობა ადამიანის სასუნთქ გზებში?


14. პისიარ ტესტით ადგენთ ვირუსის არსებობას, თუ ადამიანის იმუნიტეტის სიძლიერეს? ცნობილია, რომ ადამიანის იმუნიტეტს სჭირდება დრო ანტისხეულების გამოსამუშავებლად ვირუსზე, შესაბამისად დაინფიცირების პირველ დღეებში ადამიანს ექნება დაბალი იმუნიტეტი ამ ვირუსზე, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ მაღალი იმუნიტეტი, რაც კლავს ვირუსს. თქვენ რა დროს იღებთ ნაცხს, დაინფიცირებიდან მერამდენე დღეს და რის მიხედვით განსაზღვრავთ ადამიანის იმუნიტეტის სიძლიერეს ამ ვირუსის მიმართ? თუ ადამიანის იმუნიტეტი მუშაობს გამართულად და თავისი ძალებით უმკლავდება ვირუსს, მაშინ რა საჭიროა მისი კარანტინში გამოკეტვა, მითუმეტეს როცა ჯანმომაც აღიარა, რომ ასიმპტომური ადამიანებიდან ვირუსი არ გადადის? გასაგებია, რომ სიმპტომიანი ადამიანი უნდა დარჩეს სახლში და იმკურნალოს, საჭიროების შემთხვევაში ექიმის ჩარევით. მაგრამ ჯანმრთელი, უსიმპტომო ადამიანი, რომლის იმუნიტეტი ადვილად უმკლავდება ვირუსს, რა საჭიროება მოითხოვს მის იზოლაციას? საერთოდ, რამდენად ეთიკური და სამართლებრივია ადამიანის იმუნური სისტემის შემოწმება, ადამიანის ნებართვის გარეშე? ამას გარდა, რამდენად სუფთა არის თქვენი ტესტები ვირუსისგან და თუ გსმენიათ რამდენი გამოუყენებელი დაინფიცირებული ტესტები გაანადგურეს ამერიკაში და ევროპის ქვეყნებში დაინფიცირების გამო? გამორიცხავთ ტესტებით დაინფიცირებას? ერთი სამედიცინო ხალათით და ერთი წყვილი ხელთათმანით რამდენ ადამიანს უკეთებს ტესტირებას ერთი ექიმი?


15. რამდენად ადგენს ანტისხეულების შემოწმება სისხლში ვირუსის არსებობას, ან როდის გადაიტანა ადამიანმა ვირუსი, ან თუ გადაიტანა საერთოდ? თუნდაც, ამ ტესტმა დაადგინოს ადამიანის მიერ ვირუსის გადატანა, ან არ გადატანა, ეს რაში ეხმარება ადამიანს? აღარ გადაიტანს ვირუსს და პირბადე მოიხსნას, თუ პირბადე ატაროს? რა აზრი აქვს ამ ტესტებს საერთოდ? თუ ტესტი ადგენს ანტისხეულების არსებობას სისხლში, რომ ადამიანმა გადაიტანა ვირუსი და აქვს იმუნიტეტი, აღარ შეხვდება ვირუსი და არ გაავრცელებს მას, მაშინ რატომ უნდა ეკეთოს ამ ადამიანს პირბადე? ან რატომ უნდა მოათავსოთ იმუნიტეტ გამომუშავებული ადამიანი კარანტიში, თუ მისმა იმუნიტეტმა კარგად იმუშავა?


16. რატომ ცდილობთ ისეთი ვაქცინის შემოტანას ქვეყანაში, რომელსაც არ გაუვლია სათანადო გამოცდა, გაურკვეველია ადამიანებზე გამოცდის გრძელვადიანი შედეგები ჯანმრთელობაზე და უცნობია, ასევე, ვაქცინის შემადგენლობა?


17. რაში სჭირდება ვაქცინა, ისეთ ვირუსს, რომელიც არსებული სტატისტიკით არც სწრაფად გადადის, არც ისე საშიშია, როგორც თქვენ წარმოგვიდგენდით და თავისუფლად ერევა ადამიანთა აბსულუტური უმრავლესობის იმუნიტეტი?


18. რატომ გსურთ რისკის ქვეშ დააყენოთ ქვეყნის მთელი მოსახლეობა 3.5 მლნ ადამიანი საეჭვო ვაქცინების შემოტანით, 16 ადამიანის გამო, რომელთა გარდაცვალებაც ასევე საეჭვო და გაურკვეველია? შეგახსენებთ, რომ ეს 16 ადამიანი არ იყო ჯანმრთელი, არ დაღუპულა საკუთარ სახლში, არამედ დაიღუპნენ თქვენსავე ჰოსპიტალებში, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ, ჩვენთვის გაურკვეველ ვითარებაში. თუმცა თქვენ გარდაცვალების მიზეზად ასახელებთ კოვიდ19-ს, არავინ იცის, თქვენ რომ არ გემკურნალათ, იქნებ გაცილებით მეტ ხანს ეცოცხლათ მათ. ნათელში იყოს მათი სულები.


19. რამდენს გირიცხავთ სახელმწიფო კორონა ინფიცირებულების მკურნალობაში? ეს ერთგვარ შემოსავლის წყაროდ ხომ არ გაიხადეთ? ხომ არ სჯობია ახალი კორონა ვირუსის სტატისტიკა სხვა სახელმწიფო უწყებამ აწარმოვოს და არა თქვენ, როგორც ეს აშშ-ში გააკეთეს და გამჭირვალე იყოს ყოველგვარი სტატისტიკა ახალ კორონა ვირუსზე, რომ თქვენ არ გამოიყენოთ ეს სტატისტიკა თქვენი ინტერესების მიხედვით?


20. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ჯანმოს რეკომენდაციები, მაშინ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტმა ბ-ნმა დონალდ ტრამპა ბრალი დასდო ამ ორგანიზაციას კორუფციაში, ახალი კორონა ვირუსის ხელოვნურად გავრცელებაში და შეწყვიტა აშშ-ს წევრობა და დაფინანსება ამ ორგანიზაციისთვის?"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ