დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

"ამ სისტემას ებრძვის დღეს ტრამპი და მისი გუნდი ამერიკაში, ამ არაადამიანური სისტემის დემონტაჟია ჩვენი მთავარი არჩევანიც ოქტომბერში!" 25.07.2020 13:07

ეკონომიკის ექსპერტი გიოგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ბიოპოლიტიკა დიდი ფრანგი მოაზროვნის მიშელ ფუკოს მიერ დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც ადამიანთა ჯგუფებისთვის დამახასიათებელი სოციალური და ბიოლოგიური პროცესების მართვას აღნიშნავს. ფუკო ბიოპოლიტიკას ძალაუფლებასთან და ცოდნის შექმნასთან აკავშირებდა. მისი შეფასებით თუ საუკუნეების განმავლობაში ისეთი ბიოლოგიური ფაქტორების ზეგავლენა ისტორიის განვითარებაზე, როგორებიცაა შიმშილობები და ეპიდემიები, საკმაოდ ძლიერი იყო, მეცნიერების და მედიცინის განვითარებასთან ერთად ადამიანთა ცხოვრების პირობებიც გაუმჯობესდა.


თუმცა ცხოვრების პროცესებზე პასუხისმგებლობასთან ერთად, ცოდნისა და ძალაუფლების სფეროში აღმოჩნდა ამ პროცესების მართვის, მოდიფიცირების, შეცვლის პრეროგატივის ცდუნებაც. შესაბამისად, „ბიოლოგიური არსებობა“ არა თავისუფლების პარადიგმაში, არამედ „პოლიტიკურ არსებობაში“ და ლუზერიზაციაში აისახა და მისი ერთი ნაწილი ცოდნის კონტროლის, ხოლო მეორე ნაწილი - ძალაუფლების ჩარევის სფეროებში გადავიდა. ბიო პოლიტიკის შემადგენელი იყო ფაშიზმიც, როგორც იდეოლოგია ბიოლოგიური და რასული უპირატესობისა.


„მოსახლეობის“ მართვის ეს მოდელი დღეს უკვე სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიისა თუ ტექნიკის მეშვეობით, ხორციელდება, რომელთაც ფუკო ბიოძალაუფლებას უწოდებდა.


მემარცხენე რადიკალური ნეო ლიბერალიზმი იქცა სწორედ ბიოძალაუფლების ახალ დოქტრინად, რაც ადამიანის ფსიქიკაზე მანიპულირებით მიმდინარეობს. განსაკუთრებით, ბოლო ათწლეულებში ცხოვრების დონის ზრდა და ეკონომიკური ურთიერთობები ადამიანის კეთილდღეობისა და კომფორტული ცხოვრებისათვის დაუცხრომელი სწრაფვის მიზეზი გახდა. ადამიანის ალტერ ეგოს გამრუდებამ და დეორიენტაციამ განსაკუთრებული სიმწვავე ბოლო ათწლეულში შეიძინა, როდესაც ბიო პოლიტიკის მთავარი სამიზნე გახდა „მდუმარე უმრავლესობა“, ინსტრუმენტად კი ლგბტ თემის როგორც „დაჩაგრული სუბსტანციის“ ლამის პლანეტარულ პრობლემად გადაქცევა იქცა. გეი პარადები, გეი ქორწინების დაკანონება და იძულება, შვილად გასხვისების დაკანონების მოთხოვნაც, ცალკეულ ქვეყნებში სულაც ნეკროფილიის დაკანონების მცდელობებიც, ამ ერთიანი პოლიტიკის ნაწილი გახდა. მთლიანად გადაფასდა ეკონომიკური ზნეობრიობა და ჰომო ეკონომიკუსიც მთლიანად სისტემაზე დამოკიდებულ ჭანჭიკად გადაიქცა. რაც მთავარია, რადიკალურმა მემარცხენე ლიბერალიზმმა ადამიანის შინაგანი თავისუფლება მთლიანად მოსპო და სისტემის ტოტალურ კონტროლზე აიყვანა. ამ იდეოლოგიამ შვა თავის დროზე ფაშიზმი და ნაციზმი, როგორც ბიოლოგიური და რასიული უპირატესობის იდეოლოგია.


მაგრამ სულიერებისაგან დაცლილი და მატერიალიზმით გაფეთიშებული თანამედროვე ადამიანის ეგოცენტრული ხასიათი საკუთარი კეთილდღეობის მისაღწევად, დღეს კაცობრიობის დილემაში გადაიზარდა თუ ,,რამდენად ზნეობრივი და მოწესრიგებულია ადამიანის ეკონომიკური ქცევა ამგვარი მიზნის მიღწევის გზაზე“?. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევარში ფსიქოანალიზმის ერთ-ერთმა მამამ ერიკ ფრომმა ნეკროფილიის, როგორც მოვლენის ზრდის აშკარა ტენდენციაზე მიანიშნა და აღნიშნა, რომ მის ზრდას იწვევს ყველა სახის მექანიზმების ჭარბწარმოება.


ეს პრობლემა ასახა კიდეც ზვიად გამსახურდიამ თავის კაცობრიობის წინაშე დილემის მთავრ ლაიტმოტივად- თუ „ ჩვენ ვართ დროებითი, შეკოწიწებული ფორმა მატერიის უმიზნო გავითარებისა და რომ ეს ფორმა ჩვენთვის ისეთივე შემთხვევითი და წარმავალია, რახან ყველაფერი შემთხვევითობაა, რახან ჩვენს ცხოვრებას არავითარი უზენაესი აზრი არ გააჩნია, ვიცხოვროთ მხოლოდ დღევანდელი დღით, ჩვენი სონატური მოთხოვნილებების, სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილებებისათვის, ამსოფლიური კეთილდღეობისა და კომფორტისათვის, თავი არ შევიწუხოთ მოქალაქეობრივ ვალზე, ღმერთზე და მოყვარეზე ფიქრით, მივყვეთ ცხოვრების დინებას, ვეძებოთ “მშვიდი ცხოვრება”, ამქვეყნიური ბედნიერება, ვინაიდან ჩვენს არსებობას სხვა არავითარი დანიშნულება არ გააჩნია“.


სწორედ ამ მექანიზმების ჭარბწარმოებას ვხედავთ საქართველოშიც, როდესაც მედიის, ოპოფლათფორმის პოლიტიკა ახდენს გარდაცვლილი ახალგაზრდების თემით მანიპულირებებს, არსებული რეალობას ისე გამრუდებას, რომ მხოლოდ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია იქცეს ერთადერთ ჭეშმარიტებად, და ამ ტრაგედიების მთლიანად პოლიტიკურ ჩარჩოში მოქცევას. შემთხვევითი არ არის, რომ ჟურნალისტები დასდევენ ყველას და ყველაფერს, არც ჭირისუფალის ერიდებათ და არც მათი გრძნობების ექსპლოატაციის, როდესაც ალტერნატიული აზრის მანტიით დაატარებენ სტუდიიდან სტუდიაში. ირაკლი კაკაბაძეს რომ დავესესხო, „ბიოპოლიტიკა არის გაბატონებული ფიზიოკრატიული ელიტის ხელშემწყობი რასისტული სისტემა. ამ სისტემაში მეინსტრიმული პრესის მიერ ‘დამონტაჟებული ინფორმაცია’ საბოლოო ჯამში ემსახურება მმართველი ელიტის კორპორატიული ინტერესებს და სისტემის ინტერესებს“.


საქართველოში ნაციონალური მოძრაობის მიერ მათი მართველობის ბიოპოლიტიკის დედდააზრიც ეს იყო. მისი მიზანი იყო ისეთი სურათის დახატვა, რომ ის ქმნის ახალ, თანამედროვე საქართველოს ისტორიას, წარსული და იდენტობა გამოცხადდა სიბნელედ, ამას მოარგეს განათლების სისტემაც, ამას ემსახურებოდა ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქციაც, რაც თავისი პოლიტიკური განფენილობით იყო სხვა არაფერი თუ არა ნეო ბოლშევიზმი. მათ ეს პოლიტიკა მიუხედავად ძალაუფლების დაკარგვისა არც დღემდე შეუცვლიათ. დღეს მიზანი მიუხედავად ხელისუფლების დაკარგვისა, იგივე რჩება რევანშიზმი, ოდნავ სახეშეცვლილი რეალობით და ცინიზმის უმაღლესი განსახიერებით-თუ ეს ხელისუფლება დარჩება, სიკვდილი შემოვა ყველას ოჯახში.


ამ სისტემას ებრძვის დღეს ტრამპი და მისი გუნდი ამერიკაში, ამ არაადამიანური სისტემის დემონტაჟია ჩვენი მთავარი არჩევანიც ოქტომბერში!"- წერს გიორგი ცუცქირიძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ