დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

პანდემის შემდეგ, თბილისში უძრავ ქონებაზე მკვეთრი ვარდნის ფონზე, სამთავრობო სუბსიდირების პაკეტმა 10%-იანი ზრდა გამოიწვია 25.07.2020 17:40

„თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, იპოთეკის სუბსიდირება სამი კვირის შემდეგ ბაზარზე უკვე აისახა. როგორც კვლევის ავტორი თორნიკე კორძაია გადაცემა “ბიზნესი იმედზე“ საუბრისას აღნიშნავს, ბოლო პერიოდში იპოთეკურ სესხებში ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ს მიაღწია. მისი თქმით, სუბსიდირებული სესხების გაცემა 6 ივლისს დაიწყო. და ბოლო მონაცემებით, ამ პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების 27% სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი იყო.

 

„წინა წელს სრული იპოთეკური სესხებში ჯამში დაახლოებით 3.2 მილიარდი ლარი იყო. აქედან ჩვენი შეფასებით, ბინის საყიდელი იპოთეკური სესხი დაახლოებით 2 მილიარდ 400 მილიონი ლარის ფარგლებში იყო. ეს თანხა შარშანდელი იპოთეკური სესხების 20%-ს ემსახურება. თუმცა, ყველა იპოთეკური სუბსიდირებული სესხი არ იქნება. ანუ აქ მოხვდება ის ხალხიც, ვისაც მანამდეც ჰქონდათ ბინის ყიდვა გადაწყვეტილი. ჩვენი შეფასებით ეს იქნება დაახლოებით ნახევარი, ანუ დაახლოებით 10%-იან სტიმულირების ეფექტის. წინა წელს გასულ იპოთეკურ სესხებთან შედარებით, ეს სუბსიდირების პაკეტი ბაზარზე იქონიებს“, – აღნიშნავს „თიბისი კაპიტალის“ კვლევების ავტორი.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში უძრავი ქონების ბიზნესი მუდმივ პროგრესს განიცდის. მიუხედავად სხვადასხვა შიდა თუ გარე დაბრკოლებებისა, უძრავი ქონების ბაზარი ზრდას განაგრძობდა. თუ 2016 წელს გაყიდული უძრავი ქონების ჯამური ღირებულება 970 მილიონი აშშ დოლარი იყო, 2019 წლის ბოლოს აღნიშნულმა ციფრმა მილიარდ ნახევარ აშშ დოლარს გადააჭარბა. COVID 19-ის პანდემიამ ნელი ნაბიჯებით დაიწყო არსებული რეალობის რღვევა. მეტიც, ფაქტობრივად გაჩერდა უძრავი ქონების რეალიზაცია, თბილისში საშუალოდ 38%-ით, ხოლო კონკრეტულ უბნებში 55-63%- იანი ვარდნაც კი გამოიწვია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ