დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთი უსაფრთხო ქვეყნების ნუსხიდან ამოიღო 26.07.2020 15:57

დიდმა ბრიტანეთმა ესპანეთი უსაფრთხო ქვეყნების ნუსხიდან ამოიღო. ამიერიდან, ბრიტანეთში ესპანეთიდან ჩასული ადამიანები ვალდებულები იქნებიან, 14-დღიანი კარანტინი გაიარონ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთის მთავრობამ ესპანეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო მიიღო. ასევე ბრიტანეთის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ იმოგზაურონ ესპანეთში. 

 

ბრიტანეთის მსგავსად, ესპანეთიდან ქვეყანაში ჩასულ პირებს 10-დღიანი კარანტინის გავლას მოსთხოვს ნორვეგიის მთავრობაც. ესპანეთში მოგზაურობის საფრთხეების შესახებ საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა საფრანგეთის მთავრობამაც.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ