22:20 26.07.2020
ვლადიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც გამოცემა „უნიანი“ წერს, ორი ქვეყნის პრეზიდენტები დონბასის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტისთვის დამატებითი ზომების შემოღების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.  როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, საუბრის დროს ზელენსკიმ და პუტინმა 2019 წლის 9 დეკემბერს პარიზში ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხიც განიხილეს. ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ კმაყოფილება გამოთქვეს დონბასის ტერიტორიაზე სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების თაობაზე, რომელიც ძალაში 2020 წლის 27 ივლისის 00:01 საათზე შევა.

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge