13:44 27.07.2020
"დავასახელებთ იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ბაჩალიაშვილის მამას ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მისი გოგო შარში იყო"

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებიან.

 

ადვოკატი იმ მაღალჩინოსნების დასახელებას აპირებს, რომლებიც დაღუპულის მამას ურეკავდნენ იქამდე, ვიდრე გოგონას იპოვნიდნენ.

 

“მივდივარ იმ პირების დასახელებაზე, ვინც ძებნითი სამუშაოების დროს ურეკავდნენ მამას კომპიუტერთან დაკაშირებით და ეუბნებოდნენ, რომ შარშია მისი გოგო და პრობლემაა, ეუბნებოდნენ, რა საჭირო იყო აქციები. დასახელდებიან ეს ადამიანები, რომლებიც პოლიციის მაღალჩინოსნები არიან“, - განაცხადა ადვოკატმა.

 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge