დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

"სამარშრუტო ტაქსში - ყველას თითქოსდა პირბადე უკეთია, მაგრამ ზოგს ცხვირის ქვემოთ, ზოგს ნიკაპის ქვეშ" 27.07.2020 15:39

პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ჩვენ და კორონავირუსი


ჩავჯექი სამარშრუტო ტაქსში - ყველას თითქოსდა პირბადე უკეთია, მაგრამ ზოგს ცხვირის ქვემოთ, ზოგს საერთოდ ნიკაპის ქვეშ (გარდა ამისა, მგონი მიკროავტობუსებში ფეხზე დგომა აკრძალულია, მაგრამ "ზედმეტი" მგზავრები სალონში მაინც ფეხზე იდგნენ).


კარგი, ეს ვითომ არაფერი.

ჩავედი მეტროში, ვაგონშიც ზუსტად იგივე.


სამწუხაროდ, არც ავტობუსებშია უკეთესი მდგომარეობა - მიუხედავად იმისა, რომ იქ მონიტორინგის სამსახური თანამშრომელი იმყოფება.


რა აზრი აქვს პირბადის ამგვარად გაკეთებას? არავითარი.


ასე თუ გაგრძელდა და საფრთხეს აგდებულად შევხედავთ, შეიძლება უარესი მოხდეს," - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ