დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

დაპირისპირება ნატო-ში - რა ხდება საბერძნეთსა და თურქეთს შორის 27.07.2020 16:28

“რამდენიმე დღის წინ ანკარამ ეგეოსის ზღვის სადავო ზონაში ნავთობისა და გაზის მოპოვების სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. საბერძნეთის განცხადებით, ისინი თურქეთის მხრიდან პროვოკაციებს ელიან და 22 ივლისს საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ნავთობის მოპოვების სამუშაოები საბერძნეთიდან რამდენიმე კილომეტრით დაშორებული კუნძულებს შორის არსებულ წყლის შელფზე იგეგმება. ანკარა ამ ტერიტორიას თურქეთის კონტროლირებად ნაწილად თვლის. საბერძნეთიც და თურქეთიც ნატოს წევრები არიან. ისინი ალიანსის შემადგენლობაში 1952 წელს შევიდნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით დაპირისპირება ნატო-ში - რა ხდება საბერძნეთსა და თურქეთს შორის.


“ბერძნული დიპლომატიური წრეები სადავო რეგიონში თურქეთის შეიარაღებული ძალების აქტიურობას უსვამენ ხაზს. კერძოდ, ანატოლიიდან კუნძულის მიმართულებით 10 სამხედრო გემი გამოვიდა. საბერძნეთი თურქეთის ქმედებებს საბერძნეთის და კვიპროსის სუვერენიტეტის შელახვად მიიჩნევს და ევროკავშირისგან ანკარის მიმართ შეზღუდვების შემოღებას მოითხოვს. ხმელთაშუა ზღვის ამ მონაკვეთზე უკვე რამდენიმე სახელმწიფოთაშორისი ნავთოვბმომპოვებითი ბლოკია ჩამოყალიბებული - ისრაელმა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის გაზსადენის შეთანხმებას ხელი საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად უკვე მოაწერა. “რეზონანსთან” საუბრისას პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ ამერიკამ ამ თემასთან დაკავშირებთ უკვე მიიღო ზომები. კერძოდ შემქნა სპეციალური საბრძოლო დანაყოფი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის მშვიდობა უნდა უზრუნველყოს”. - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ერდოღანი უკვე მიდის პოლიტიკურ ავანტიურაზე. როგორც ჩანს, ამერიკის კონგრესის ქვედა პალატის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, გამოიყვანა ის წყობიდან და პირდაპირ დაპირისიპირებასაც არ ერიდება საბერძნეთთან. ამ კონფილქტმა შესაძლებელია მიიღოს სამხედრო დაპირისპირების რეალური კონტურები, არანაკლები, როგორიც იყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. სხვათა შორის, მხარეებს შორის ადრეც იყო მსგავსი დაპირისპირებები, 1996-99 წლებში. მაშინ ცეცხლიც კი გაუხსნეს ერთმანეთს, მაგრამ ნატო-ს ეგიდით მოხდა ამ კონფლიქტის ჩაცხრომა. ახლა კი სიტუაცია საკმაოდ სერიოზულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“თურქეთი ემუქრება და ლახავს საბერძნეთის ეკონომიკური ზონის სუვერენიტეტს, აპირებს საბერძნეთის კუთვნილ ზონაში ჩაატაროს ბიოლოგიური საძიებო სამუშაოები. ამისთვის მან გამოყო სპეციალური გეოლოგიური დამუშავების გემები და ასევე მას მიამაგრა 25 საბრძოლო გემი, რომელბიც ანატოლიის ნაპირიდან გასავლელად მზად არიან. ამან გამოიწვია ის, რომ საბერძნეთმა საზღვაო-სამხედრო ძალები მოიყვანა სამხედრო მდგომარეობაში. გამოაცხადა საბრძოლო განგაში. გარდა ამისა მზად ყოფნაშია, ამერიკის მეექვსე ფლოტის ავიამზიდი და კიდევ რამდენიმე გემი. ამერიკამ ფაქტობრივად შექმნა საზღვაო-დამრტყმელი ჯგუფი, რომელის მთავარი იდეაა ჩადგეს სავარაუდო მიწინააღმდეგების შორის და ფაქტობრივად შევიდეს საფრანგეთის ეკონომიკურ ზონაში, რათა მდგომარეობა შეიარაღებულ კონფრონტაციამდე არ მივიდეს”, - ამბობს პოლიტოლოგი.

 

“თურქეთს ლიბიის ომის გამო კონფლიქტი აქვს საფრანგეთთანაც. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თურქეთის მიერ საბერძნეთისა და კვიპროსის სუვერენიტეტის დარღვევა დაგმო. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა კვიპროსის პრეზიდენტთან, ნიკოს ანასტასიადესთან შეხვედრის დროს განაცხადა. “კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო საფრანგეთის სრული სოლიდარობა კვიპროსთან, ასევე საბერძნეთთან იმის ფონზე, როდესაც თურქეთი მათ სუვერენიტეტს არღვევს. დაუშვებელია ჩვენი კავშირის წევრი ქვეყნის საზღვაო სივრცის დარღვევა. ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის, უნდა დაისაჯოს”, - თქვა მაკრონმა. მაისაიას შეფასებით, საქმე საკმაოდ სერიოზულადაა. იმ შემთხვევაში თუ დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტად გადაიქცევა, იგი არ გამორიცხავს, რომ მასში რუსეთის ფედერაციაც ჩაერთოს. მაისაიას თქმით, კონფლიქტის მოგვარების ბერკეტები მხოლოდ ნატო-ს აქვს”, - წერს სტატიის ავტორი.

 

“საქმე არის სერიოზულად, ამასვე მოწმობს მაკრონის განცხადება. როგორ ჩანს საფრანგეთსაც ამოეწურა ყოველგვარი მოთმინების უნარი და მზად არის, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს საბერძნეთს. საფრანგეთისა და თურქეთს შორის კონფლიქტი მიმდინარეობს ლიბიაში. ამან შეიძლება სერიოზული გამწვავება გამოიწვიოს ალიანსის შიგნით. ფაქტია, რომ თურქეთი უკვე ყველა წითელ ზღვარს სცდება. როგორც ჩანს, უპირიპირდება თავის სტრატეგიულ პარტნიორებს. თუ იმას გავითვალისწინებთ, როგორი სიხარულით და სისწრაფით გაავრცელეს რუსულმა სამხედრო საიტებმა ეს ინფორმაცია, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ კონფლიქტში თურქეთის მოკავშირე გახდეს რუსეთის ფედერაცია. ევროკავშირს არ აქვს ჩანოყალიბებული ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა. სამწუხაროდ, რეალური ხელჩასაჭიდი ინსტრუმენტები ევროკავშირს არ გააჩნია ნატო-სგან განსხვავებით. ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონტექსტში შესაძლებელია განიხილოს ეს საკითხი. რადგან სწორედ ნატო-ს გააჩნია ბერკეტები. თუ სიტუაცია დაიძაბება და მიიღებს სერიოზული დაპირისპირების სახეს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, მიუხედავად ამერიკელების ჩართულობისა. ნატო-ს რიგგარეშე სესიაც შეიძლება გაიმართოს ელჩების ან მინისტერიალის დონეზე”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ