დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„თამუნას გარდაცვალება ძალიან დიდი იდუმალებით არის მოცული. გამოძიების მიმართ პირველი კითხვა გვიჩნდება, დროში რატომ გაჭიანურდა?!“ 27.07.2020 20:15

გამოძიების მიმართ გვაქვს მოთხოვნა, რომ ყველაფერი ობიექტურად და დროულად ჩატარდეს, ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცეს, რადგან რაც უფრო გადის დღეები, მით უფრო მეტი კითხვა გვიჩნდება გამოძიების მიმართ, - ამის შესახებ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ბიძამ კობა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. კობა თამაზაშვილის განმარტებით, დღემდე არ არის ამოღებული სატელეფონო ზარები, ასევე არ არის ამოღებული გარდაცვლილი გოგონას სამუშაო კომპიუტერი, იმიტომ, რომ „პაროლი“ არ იხსნება.

 

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ამ ტრაგედიის ინტერესის ფონზე, რა თქმა უნდა, იქნება უამრავი ვარაუდი და აზრი. ოჯახი არ აპირებს, ყველა აზრზე მოახდინოს რეაგირება. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ველოდებით გამოძიების დასკვნას, მის მიმდინარეობას. გამოძიება ყველაფერს სათანადოდ გასცემს პასუხს. გავაცნობიეროთ ის ფაქტიც, რომ მამა შაბათიდან დღემდე შოკირებულ მდგომარეობაშია. უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა, შეიძლება, მამას უამრავი კეთილმსურველი და ა.შ. ჩასძახებდეს, მაგრამ ამ ეტაპზე, კონკრეტულად ვინ, რა უთხრა, როგორ უთხრა ეს ყველაფერი მამას უნდა ჰკითხოთ. როგორც მამა ამბობს, მას ნამდვილად დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ „თქვენი შვილი მაგარ შარშია“ , მაგრამ ამ ეტაპზე, ვერ ხდება გარკვევა იმისა, რომ ... ეს ყველაფერი მოხდა აქციაზე. მოდით, დაველოდოთ გამოძიების მსვლელობას“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

 

ბიძის თქმით, თუ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლადო ბაჭულაშვილმა სატელეფონო საუბრისას უთხრა ჯუმბერ ბაჩალიაშვილს, რომ მის შვილს სავარაუდოდ, სამსახურებრივი პრობლემები ჰქონდა, ამ სატელეფონო საუბრის ამოღება შესაძლებელია, ან „თუ ეს მოხდა ყურში ჩაძახებით თვითონ ბაჭულაშვილს შეუძლია ეს დაადასტუროს ან უარყოს, ასევე თვითონ მამამაც“. „თამუნას გარდაცვალება ძალიან დიდი იდუმალებით არის მოცული. გამოძიების მიმართ პირველი კითხვა გვიჩნდება, დროში რატომ გაჭიანურდა?! ყველაფერი ეს კვირას იყო შესაძლებელი, იმიტომ, რომ ჩვენ თამუნას სახე პირადად ვერ ვნახეთ, ვერ ჩავკოცნეთ, იმ ქვეყნად ისე ვერ გავისტუმრეთ, როგორც ნებისმიერ მართლმადიდებელ ქრისტიანს ეკადრებოდა. მესმის, რომ ზაფხულია, მესმის, რომ თამუნა არაადეკვატურ სიტუაციაში გარდაიცვალა, მაგრამ შესაძლებელი იყო, რომ სახეს მაინც მოვლეარსებოდით. ამიტომ, კითხვები გვაქვს გამოძიების მიმართ. მოთმინებით ველოდებით გამოძიებას“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილმა მამა გაუჩინარებამდე, პარასკევ საღამოს ნახა.

„ოჯახი ერთად იყო, რაზე იყო საუბარი არ ვიცი, ალბათ ჩვეულებრივ ოჯახურ ურთიერთობებზე. წინასწარ არავინ არაფერი იცოდა“, - განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ