დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"ორი გოგო სხვა მანქანით იყო, ხმამაღლა კამათობდნენო..." - რას ყვებიან გოლთეთის მაცხოვრებლები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ახალ ფიგურანტებზე 27.07.2020 20:34

3 წლის პროგ­რა­მის­ტის, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ში ambebi.ge-სთვის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. რა ხდე­ბო­და და ვინ მოძ­რა­ობ­და თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ გოლ­თეთ­ში 18-19 ივ­ლისს, ამა­ზე გოლ­თე­თის მკვიდ­რი გვიყ­ვე­ბა, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

 

- 18 ივ­ლისს, შა­ბათს სო­ფელ­ში ორი უცხო მან­ქა­ნა იყო შე­მო­სუ­ლი. გო­გო­ნა, რო­მე­ლიც შემ­დგომ გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 12-ის­კენ უნა­ხავთ. მერე გა­მოჩ­ნდა მე­ო­რე მან­ქა­ნა. ის ნაც­რის­ფე­რი "ჰი­უნ­დაი" იყო, თუ სხვა მან­ქა­ნა, მე­ზობ­ლე­ბი ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ. ერთ ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 7 სა­ა­თის­თვის გზა­ზე გა­მო­სულ­მა და­ი­ნა­ხა მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც გო­გო­ნე­ბი ის­ხდნენ. ეს კაცი ვერ იხ­სე­ნებს, მათ სა­ხეს, ვერ აღიდ­გი­ნა, თა­მუ­ნა იყო თუ არა მათ შო­რის, მაგ­რამ ამ­ბობს იმას, რომ ასა­კით საკ­მა­ოდ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, ნელა მოძ­რა­ობ­დნენ და მან­ქა­ნა­ში ხმა­მაღ­ლა კა­მა­თობ­დნე­ნო. იმა­საც არ გა­მო­რი­ცხავს, სამ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვნენ (ხმე­ბის მი­ხედ­ვით), ამ­ბობს, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რჩა, თით­ქოს უკან კი­დევ იჯდა მე­სა­მეო... პატ­რულს როცა მო­უყვნენ, უთ­ქვამთ, - ეგ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მან­ქა­ნა არ ყო­ფი­ლა, სხვე­ბი იყ­ვნენ შე­მო­სუ­ლიო. ის გო­გო­ნაც მათ­თან ერ­თად იჯდა თუ არა, არა­ვინ იცის.

 

- ამ­ბო­ბენ, კვი­რა დღეს ახ­ლობ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ამოს­ვლამ­დე, ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ციც შე­მო­ვი­და გოლ­თეთ­ში, რომ­ლებ­მაც თა­მუ­ნა იკი­თხეს...

 

ის ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი 19-ში, ანუ კვი­რას შე­მო­ვი­და სო­ფელ­ში. ისი­ნი წი­თე­ლი მან­ქა­ნით იყ­ვნენ. პი­რა­დად მე არ მი­ნა­ხავს, თუმ­ცა სხვე­ბის მო­ნა­ყო­ლით ვიცი, რომ უთ­ქვამთ, თა­მუ­ნას ვე­ძებთ, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ვართ, დაგ­ვეხ­მა­რე­თო, თუმ­ცა არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი იყ­ვნენ, თუ - გო­გო­ნა­სიო. მათ შემ­დეგ ამო­სუ­ლან თა­მუ­ნას მშობ­ლე­ბი და ძმა. კი­დევ იყო ორი კაცი ამო­სუ­ლი და ერთ-ერთს უთ­ქვამს, კახა ვარო და სო­ფელ­ში ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც და­უ­ტო­ვია, და­უ­ბა­რე­ბია - თუ რამე გა­ი­გოთ, გაგ­ვა­გე­ბი­ნე­თო. პო­ლი­ცია მარ­თლაც ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭულ­ში ეძებ­და გო­გო­ნას მან­ქა­ნე­ბით, ფე­ხით, დრო­ნე­ბით... იმ უბან­ში ტრი­ა­ლებ­დნენ, სა­დაც ეკ­ლე­სია და სა­საფ­ლა­ოა. შე­საძ­ლოა, ეჭვი გა­უჩ­ნდათ, მო­ნას­ტერ­ში ხომ არ წა­ვი­დაო, არ ვიცი...

 

- რო­გორც გა­ირ­კვა, გოლ­თეთს სოფ­ლი­დან კი­დევ ორი გა­სას­ვლე­ლი აქვს. თქვე­ნი აზ­რით, სა­ი­დან უნდა გა­სუ­ლი­ყო გო­გო­ნა ასე შე­უმ­ჩნევ­ლად, რას ამ­ბო­ბენ სო­ფელ­ში?

- სოფ­ლი­დან სულ სამი გზა გა­დის - ერთი სა­მან­ქა­ნო გზა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, გა­უქ­მე­ბუ­ლი და შან­სი არაა იქი­დან გა­და­სუ­ლი­ყო, ხრამ­ში გა­და­ვარ­დე­ბო­და. მე­ო­რე გზა ფარ­ცხისს უკავ­შირ­დე­ბა და იქ არის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა, რო­მელ­ზეც მისი ავ­ტო­მან­ქა­ნა არაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. გა­მო­დის, გო­გო­ნა რო­მე­ლი გზი­თაც შე­მო­ვი­და, იმა­ვე გზით გა­ვი­და სოფ­ლი­დან და კა­მე­რამ იმი­ტომ არ და­ა­ფიქ­სი­რა, რომ ის ხა­იშ­თა­ნაა, ანუ გოლ­თე­თი­დან მო­შო­რე­ბით. გო­გო­ნა უკან, ხა­ი­შის­კენ რომ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, კა­მე­რა ისევ და­ა­ფიქ­სი­რებ­და, მან სხვა­გან გა­და­უხ­ვია. იმ ად­გი­ლას, სა­დაც მან­ქა­ნა იპო­ვეს, თხილ­ნა­რია. ას­ფალ­ტი­დან გა­და­დი­ხარ მინ­დორ­ში. ნაწ­ვი­მა­რი იყო და პა­ტა­რა მან­ქა­ნით რამ­დე­ნად შეძ­ლებ გზი­დან იქ გა­დახ­ვე­ვას, არ ვიცი, შე­იძ­ლე­ბა ვერც გა­დახ­ვი­დე.

 

- ით­ქვა ისიც, რომ იმ ად­გი­ლებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 5-6 დღე მწყემ­სე­ბი არ ყო­ფი­ლან...

- მწყემ­სებს რაც ეხე­ბათ, ორ­შა­ბათს, დი­ლის სა­ა­თებ­ში, ჩვე­ნი თა­ნა­სოფ­ლე­ლი თეთ­რი­წყა­როს­კენ მი­დი­ო­და, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ არ­მი­სულ­მა იმ ად­გი­ლამ­დე, და­ი­ნა­ხა თხე­ლი აღ­ნა­გო­ბის, შავგვრე­მა­ნი მწყემ­სი, რო­მე­ლიც სქო­ნელს მი­ე­რე­კე­ბო­და. იგი ასა­ხე­ლებს და­ახ­ლო­ე­ბით იმ ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც ოთხშა­ბათს მან­ქა­ნა და გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. სო­ფელ­შიც იმას ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნა მე­რეა მიყ­ვა­ნი­ლი, აღ­მო­ჩე­ნის წინა ღა­მით, და­ახ­ლო­ე­ბით მა­შინ, როცა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვებ­მა აქ­ცია მო­ა­წყვეს და გზა გა­და­კე­ტეს. ხალ­ხში არის მო­საზ­რე­ბა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში მი­იყ­ვა­ნეს მან­ქა­ნა. ეს მხო­ლოდ ვერ­სია და ვა­რა­უ­დია, მე და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ფერს გე­ტყვით...

 

ambebi.ge დე­ტა­ლებ­ში გა­სარ­კვე­ვად თა­მუ­ნა ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის ბი­ძას, კობა თა­მა­ზაშ­ვილს გა­ე­სა­უბ­რა:

 

- კვი­რა დღეს გოლ­თეთ­ში ავე­დით მე და ჩემი დე­ი­დაშ­ვი­ლი კახა, მაგ­რამ ჩვე­ნამ­დე, რო­გორც იმ სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, წი­თე­ლი მან­ქა­ნით ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი ასუ­ლა. ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი გოლ­გე­თე­ლებს ჩვენ და­ვუ­ტო­ვეთ. ჩვენ ჩვენს საქ­მეს ვა­კე­თებ­დით და, არ ვიცი, ისი­ნი ვინ იყ­ვნენ და რა ინ­ტე­რე­სი ჰქონ­დათ.

- თქვე­ნი სა­ახ­ლობ­ლო­დან წი­თე­ლი მან­ქა­ნით სო­ფელ­ში არა­ვინ ასუ­ლა?

- ჩვე­ნი სა­ახ­ლობ­ლო­დან წი­თე­ლი მან­ქა­ნით არა­ვინ ყო­ფი­ლა. გოლ­თეთ­ში ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნით ავე­დით. შა­ბათ ღა­მე­საც ორი მან­ქა­ნით წა­ვე­დით და კვი­რა­საც, ანუ სულ 4 მან­ქა­ნით და ორი­ვე დღეს სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნე­ბით, თუმ­ცა წი­თე­ლი არც ერთი ყო­ფი­ლა. შა­ბათ დღეს გოლ­თეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის გა­მო­კი­თხვა არ ჩაგ­ვი­ტა­რე­ბია იმი­ტომ, რომ საკ­მა­ოდ გვი­ა­ნი იყო. ყო­ველ­გვა­რი კონ­ტაქ­ტის გა­რე­შე გა­ვა­ტა­რეთ ღამე ხა­ი­შის სა­ჯა­რო სკო­ლას­თან, იქ, სა­დაც "ჭკვი­ა­ნი" კა­მე­რე­ბია. ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად, არც ვი­ცო­დით, რო­გორ, სად და რა გზე­ბით უნდა გვე­ძებ­ნა თა­მა­რი.

- იდუ­მალ "ორ გო­გო­ნა­ზე" რას იტყვით, რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ?

- თა­მუ­ნას მაგ სო­ფელ­ში შეს­ვლის დღეს ყო­ფი­ლან ის გო­გო­ნე­ბიც. იყო ორი ვერ­სია, რომ თა­მუ­ნა მარ­ტო იყო თა­ვი­სი მან­ქა­ნით, ორი გოგო კი - სხვა მან­ქა­ნით. მე­ო­რე ვერ­სი­ით, თა­მუ­ნა მარ­ტო არ ყო­ფი­ლა. ჯერ ზუს­ტად არა­ფე­რი ვი­ცით. გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლებ­თან ჯერ არ გვაქვს შე­ხე­ბა და ალ­ბათ იქ იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ფე­რი დაწ­ვრი­ლე­ბით. გად­მო­ცე­მით ის ვი­ცით, რომ თა­მუ­ნა სო­ფელ­ში არა­ვის და­კონ­ტაქ­ტე­ბია და თით­ქოს ვი­ღა­ცას, ან რა­ღა­ცას ეძებ­და. ამ­ჟა­მად ხელ­ჩა­სა­ჭი­დი არა­ფე­რია, ად­ვო­კატ­თან შედ­გე­ბა აუ­დი­ენ­ცია, რო­მელ­მაც გა­მო­ი­თხო­ვა მა­სა­ლე­ბი, მას ჩვენ­თვის ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი უც­ნო­ბე­ბია...

 

 

ambebi.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ