დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე კომპანია „ზეგის“ იურისტი ქეთი მირიანაშვილი იმყოფება 27.07.2020 22:44

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე კომპანია „ზეგის“ იურისტი ქეთი მირიანაშვილი იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაცია მირიანაშვილმა დაუდასტურა.

 

შეგახსენებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილის შ.პ.ს „ზეგის“ თანამშრომელი იყო. ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ