13:19 28.07.2020
"რატომ გვიკვირს, ჟურნალისტები პროფესიულ სტანდარტებს რომ არ იცავენ?!"

პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"ჟურნალისტიკაში სტანდარტი არ არსებობსო, - განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა ბაია დვალიშვილთან წუხანდელ საუბარში.
როცა ამას „ფორმულას"(მანამდე - „ტვ პირველის") ჟურნალისტი ამბობს, უბედურებაა;
როცა ამას კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლის დეკანი ამბობს, ტრაგედიაა.
P.S.


„ჟურნალისტი პროფესიონალად რომ მივიჩნიოთ, ის უნდა იქცეოდეს და მუშაობდეს პროფესიული სტანდარტების შესაბამისად."
ტ. რეპკოვა, „ახალი დროება..."
/ წიგნის „ორიგინალი გამოიცა ინგლისურ ენაზე გაზეთების მსოფლიო ასოციაციის მიერ, პარიზი პირველი გამოცემა , 2001";
„წიგნი ქართულ ენაზე თარგმნა და გამოსცა საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭომ(IREX)"; თბ., 2006 / - სტილი დაცულია.


***
და ვეკითხები კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტს, ბატონ კახა შენგელიას:
იცით, ვის აბარია თქვენს უნივერსიტეტში მომავალ ჟურნალისტთა ბედი?!
ვეკითხები საქართველოს განათლების(არა მხოლოდ) მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს.
იცით, რომ ეს ქალბატონი აკრედიტაციის საბჭოს ექსპერტია და სხვა უნივერსიტეტებში ჟურნალისტიკის სწავლების ბედსაც წყვეტს?!


***
და რატომღა გვიკვირს, ჟურნალისტები პროფესიულ სტანდარტებს რომ არ იცავენ?!"
- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge