წყნეთში, ე.წ. კაკლებთან ცოტა ხნის წინ სროლა იყო. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. ესროლეს მანქანას, რომელში მყოფი პირიც არ დაშავებულა. შსს-ში მომხდარის დეტალებს არ აკონკრეტებენ. შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 19-108 (მკვლელობის მცდელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მანქანა, რომელსაც ესროლეს, ლერი სულაბერიძეს ეკუთვნის.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge