21:17 28.07.2020
„ძალიან შემეცოდნენ ისინი, ნაცების და სააკაშვილის მიმართ "სტოკჰოლმის სინდრომი" რომ გაუჩნდათ და ნაზად გაუწვნენ ქვეშ“

ზაალ ანჯაფარიძის პოსტი:

 

ვეცნობოდი ნაც-ოპოზიციის და მათი სატელიტების რეაქციებს გახარია-პომპეოს სატელეფონო საუბარზე და სიმართლე გითხრათ, ძალიან შემეცოდნენ, არა ნაცები კი არა, არამედ ისინი, ნაცების და სააკაშვილის მიმართ "სტოკჰოლმის სინდრომი" რომ გაუჩნდათ და ნაზად რომ გაუწვნენ ქვეშ. აქცენტს აკეთებენ მხოლოდ იმაზე, რა უთხრა პომპეომ გახარიას არჩევნებთან დაკავშირებით. საკვირველი იცით რა იქნებოდა?! პომპეოს რომ არჩევნების თემა არ ეხსენებინა, რომელსაც აშშ-მ ამდენი ენერგია და რესურსები დაახარჯა. რა თქმა უნდა იქნებოდა არჩევნებზე საუბარი და რატომ უხარია ეს ოპოზიციას, არ მესმის. ტყუილად ჰგონიათ რომ ეს გადაარჩენთ, იმ რღვევის და არადექვატური მოძრაობების ფონზე, რაც მათ ბანაკში ხდება. პომპეომ და გახარიამ კიდევ სხვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრეს, მაგრამ ნაცმედიას და იმ "სტოკჰოლმის სინდრომით" დავადებულ შემადგენლობას ხომ ეს არ აინტერესებთ.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge