დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„არ ვიცი, ვინ მესროდა - მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია, სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ" 28.07.2020 22:09

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე -პრეზიდენტის ლერი სულაბერიძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ ესროლა წყნეთში მის ავტომობილს. როგორც ლერი სულაბერიძემ ჟურნალისტებს პოლიციის განყოფილებაში, მისი გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა, თვითონ ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ესროლეს. ლერი სულაბერიძის განმარტებით, სავარაუდოდ, მანქანიდან.

 

"ფიზიკურად ვერ ვარ ახლა კარგად, რომ დაგელაპარაკოთ. არ ვიცი, ვინ მესროდა. მანქანით ვმოძრაობდი, არავისთან კავშირი არ მქონია. დანარჩენს ჩემი უფლებადამცველი იტყვის, სავარაუდოდ, ხვალ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ იყო. გამომძიებლებთან რაც საჭირი იყო, ყველაფერი დავაფიქსირე. სავარაუდოდ, მანქანიდან ისროდნენ", - განაცხადა სულაბერიძემ. 

 

მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებზე მოგვიანებით ისაუბრებენ. "ვერაფერს გეტყვით და ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ. დეტალები უნდა გავიაროთ და მოგვიანებით მოგახსენებთ", - განაცხადა ჭკადუამ.

 

ცნობისთვის, წყნეთის გზაზე ავტომობილის მისამართით ისროლეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტომობილი ლერი სულაბერიძეს ეკუთვნის. შსს-ს ინფორმაციით, მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 19 –108 მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ასევე დაწყებულია 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ