22:49 28.07.2020
„მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს თავის ანტიდასავლურ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ანტიამერიკულ განწყობებს“

მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს თავის ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ განწყობებს, – ასე გამოეხმაურა ​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დავით მათიკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, აშშ საქართველოს ხელისუფლებას სათანადოდ არ აკრიტიკებს და ენის მოჩლექით ელაპარაკება.

 

„მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს თავის ანტიდასავლურ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, ანტიამერიკულ განწყობებს. ეს მისი მხრიდან არ არის არც პირველი განცხადება და არც უკანასკნელი იქნება. ჩვენ კარგად გვახსოვს უკრაინელი სტუდენტებისადმი მისი მიმართვა, სადაც შეერთებული შტატებიც და დასავლური ინსტიტუციები კოლონიურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა. მისთვის დამახასიათებელია შეურაცხმყოფელი ტონით მიმართვა, ამ შემთხვევაში ის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს, ფაქტობრივად, რითაც არ ვიცი, მას შეიძლება, სურს ურთიერთობების გაფუჭება, რომელიც არის მაღალ ხარისხზე დღეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. სწორედ, ეს ფაქტი დადასტურდა გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს დიალოგში, სადაც პირდაპირი გზავნილებია ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ასე რომ, სააკაშვილის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა, ჩრდილი მიაყენოს ამ ურთიერთობას, რაც მას, რა თქმა უნდა, არ გამოუვა“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge