21:25 29.07.2020
„სამედიცინო ინსტიტუტს ჰქონდა სამხედრო კათედრა, და ყველა ექიმი ინსტიტუტს ამთავრებდა სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტის წოდებით“

მაია ნიკოლეიშვილი პასუხობს ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებას, თითქოს მისი დისკრედიტაცია საბჭოთა "პაგონებიანი" ექსპერტების გამოყენებით მიმდინარეობს:

 

"პაგონებიანი" ექსპერტებიო, სსრკ-ს დროს ყველა სამედიცინო ექსპერტი "პაგონებში" იყო და შსს-ს ექვემდებარებოდაო. დოკუმენტები მაქვსო, მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს. სინამდვილეში, საბჭოთა კავშირში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ყოველთვის იყო ჯანდაცვის სისტემაში და არანაირი ჩინი სამედიცინო ექსპერტს არ ენიჭებოდა. შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები კი, მაშინაც და ახლაც, ჩინში არიან, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ კრიმინალისტებს ჩინი არ ჰქონდათ, არც სამხარაულის კრიმინალისტებს, უშიშროების სტრუქტურაში რა ხდებოდა, არ ვიცი. დალოცვილებო, ბესიკ კილასონიას მაინც კითხეთ, თუ უფრო შორს ვერ მიდიხართ! -აი, რას ჰქვია არაკომპეტენტურობა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა!


ცნობისათვის, სამედიცინო ინსტიტუტს ჰქონდა სამხედრო კათედრა, და ყველა ექიმი ინსტიტუტს ამთავრებდა სამედიცინო სამსახურის ლეიტენანტის წოდებით (ქალბატონმა ჯიშარიანმაც იგივე ინსტიტუტი არ დაამთავრა, 3-4 წლით თუა ჩემზე უმცროსი?). ძვირფასებო, ლუსტრაციის კანონმა, მე 100 წელი პრობლემა არ შემიქმნას, ისე მე ვიხარო! აი, ზოგიერთს, ჩიკას პერსონაჟის არ იყოს, ბებია-ბაბუა არ გაუხდეს ამოსათხრელი!


P.S. ვიტოვებ იმედს, რომ უკრაინელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის, გალინა კარმუშინასა და ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანის დევნას, თვალთვალს, მათთვის ფოტოების გადაღებას, სატელეფონო მუქარებს და უკრაინაში რუსეთის ჯარების შეყვანას ქალბატონი ჯიშკარიანი მე არ მაბრალებს! 
ქალბატონ თეა ადეიშვილს გულწრფელ მადლობას ვუხდი დაბალანსებისათვის.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge