21:52 29.07.2020
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა NDI-ს პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ დერეკ მიტჩელთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე 2020 საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს. „შეხვედრას ესწრებოდნენ NDI - ის წამყვანი ექსპერტი და საარჩევნო პროგრამის დირექტორი პატრიკ მერლო, NDI -ის ევრაზიის პროგრამების დირექტორი ლორა ჯუიტი, NDI-ის ყირგიზეთის ოფისის დირექტორი ალან გილამი და NDI - საქართველოს პროგრამის უფროსი მენეჯერი და მრჩეველი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge