დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ტრამპმა ამერიკის ფარმაკოგოლოგიურ ბიზნესს "დაარტყა“ 30.07.2020 00:12

ირაკლი გოგავას პოსტი:

 

ტრამპმა ამერიკის ფარმაკოგოლოგიურ ბიზნესს "დაარტყა". მან ხელი მოაწერა 4 ბრძანებას, რომლის მიხედვით წამლებზე ფასები 50% და მეტით შემცირდება. აშშ-ს პრეზიდენტმა ე.წ. "დიდ ფარმას" ალტერნატიული წინადადების მოსამზადებლად ერთი თვე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში 25 აგვისტოს ბრძანებულებები ძალაში შევა. ტრამპმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს "ატკატების" გაგრძელებას და "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას" უფლებას მისცემს წამლები საზღვარგარეთ შეიძინონ.

 

ამ შემთხვევაში ტრამპი ორ კურდღელს იჭერს: 1. არჩევნების წინ მედიკამენტებზე ფასების დაკლება უდაოდ ბევრ ამომრჩეველს მოეწონება. 2. "დიდი ფარმა"-ს წარმომადგენლები წამყვანი მედია გიგანტების სამეთვალყურეო საბჭოებში შედიან, როგორც ყველაზე დიდი რეკლამის შემკვეთები - მოსალოდნელია, რომ მათ მოსთხოვონ ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკის დაბალანსება, რომელიც დღეს აშკარად ცალმხრივია და ტრამპის წინააღმდეგ არის მიმართული.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ