12:09 30.07.2020
"მის სახელს უკავშირდება იტალიის ინდუსტრიალიზაციის დაწყება, იმპერიის შექმნა, აფრიკული კოლონიების ათვისება"

ეკა ფილიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"1883 წლის 29 ივლისს პრედაპიოში (მილანის შემოგარენი) ერთი ნიჭიერი ბავშვი დაიბადა, სახელად ბენიტო. გვარი არ შეუცვლია არასოდეს, მხოლოდ ,, თანამდებობა ,, ერგო სახელად – დუჩე. ბევრი პროფესია გამოუცვლია ყმაწვილ ბენიტოს, სანამ ჟურნალისტობა არ დაიწყო, მანამდე პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე მოუხდა ყოფნა, სადაც ძირეულად შეიცვალა მისი მსოფლმხედველობა – გადაწყვიტა აღარ ყოფილიყო რიგითი მოქალაქე და პოლიტიკაში წასულიყო, რაც იმ დროის იტალიისათვის თითქმის შეუძლებელი რამ გახლდათ. ახალგაზრდა მუსოლინი არ ჩერდება და გადაწყვეტს საკუთარი გაზეთი ჰქონდეს, თანამზრახველები უკვე ჰყავს, მაგრამ არა აქვს ფული. გააბამს რომანს ახალგაზრდა ,შეძლებულ ქალთან იდა დალსერთან, გაზეთის დაფინანსების საკითხი გადაწყდა, მაგრამ იდა დალსერის და უფროსი შვილის ბენიტო უმცროსის ფიგურები შავ ლაქად რჩებიან მის ცხოვრებაში. იგი კეთროვანივით მოიცილებს მათ და საგიჟეთში დაასრულებინებს სიცოცხლეს.


დადგა 1922 წელიც და მუსოლინის ახალი ფაშისტური პარტია იგებს საპარლამენტო არჩევნებს. პლებეური წარმოშობის კაცი პირველად ხდება იტალიის სამეფოს მმართველი – დუჩე. მისი მოღვაწეობის შეფასება დღესაც არ წყდება, მის ბიოგრაფიაში საბოლოო წერტილი ჯერაც არ დასუვამთ და ალბათ კარგა ხანს ვერც დასვამენ. ერთი რამ ცხადია, რომ არა რასისტული კანონები, ნაციზმის ანალოგიად იტალიური ფაშიზმი ვერ მოინათლება, იგი უფრო ახლოს ესპანურ ფრანკიზმთან დგას თავისი ხასიათითა და მმართველობის სტილით. დასტურად თავად ჩვენს გმირს დავესესხები: ,, როგორ არ უნდა მოგინდეს მსახურთა ქვეყნის პატრონი გახდე,, და მართლაც გახდა პატრონი, მეფე მხოლოდ თოჯინა იყო მის ხელში, სანამ დუჩე იყო, სანამ..... მის სახელს უკავშირდება იტალიის ინდუსტრიალიზაციის დაწყება, იმპერიის შექმნა, აფრიკული კოლონიების ათვისება, ქალაქ რომის მოწესრიგება , ფაშიზმის დროს არ იყვნენ უპოვარნი და ქვეყანაში დოვლათი შეიქმნა , მაგრამ ფაშისტური პოლიცია არ ადუნებდა ყურადღებას. იგი უარზე იყო შეესყიდა გერმანული საომარი ტექნიკა იმ მიზეზით, რომ გერმანელ ჯარისკაცს არ ეხელმძღვანელა იტალიელისათვის და ბევრი რამ, კი, უყვარდა ლეგენდარული გამოსვლები ვენეციის მოედნის აივნიდან, მაგრამ ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარისაგან განსხვავებით საქმეს აკეთებდა, იყო სამაგალითო მეოჯახე ურიცხვი ტურფების მიუხედავად ( ერთდერთი ღამე, რომელიც საყვარელთან გაატარა, სიკვდილისწინა იყო), დუჩე ყოველ საღამოს ცოლთან ვახშმობდა..... ბედ–იღბალმა არაფერი არ დააკლო, ალბათ არც თავად მოინდომა რომ დაეკლო: ღალატი, დამარცხება, ადამიანური მსხვერპლი , გუშინ ტრიუმფატორი დღეს გარიყული, ისეთმა ნიჭიერმა კაცმაც კი ვერ შეძლო სახიფათო შუალედის დაცვა, ამბობენ ბევრჯერ თავის მოკვლა უნდოდაო და არ აცალეს, ეგებ ნაციზმთან დაცილება უნდოდა ამითი, ვინ იცის,"- წერს ის.




ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge