დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

პრეზიდენტის სასახლიდან - საპყრობილეში 30.07.2020 12:47

 

„ისინი ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ხელისუფლების მწვერვალზე იმყოფებოდნენ, ახლა კი განსასჯელთა სკამზე სხედან: ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და ლათინური ამერიკის ქვეყნებში ხშირდება ქვეყნის ყოფილ მეთაურების სასამართლო პროცესები“, - ნათქვამია 28 ივლისის გერმანულ გაზეთ „ზიუდდოიჩე ცაიტუნგ“-ში  («Süddeutsche Zeitung») გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პრეზიდენტის სასახლიდან - საპყრობილეში“ (ავტორი - ფრენკ ნინჰაუზენი).


გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:


ბრალდებულ ექს-პრეზიდენტებსაც აქვთ დაცვის უფლება, მაგრამ როგორი ფორმით და მეთოდით? მაგალითად, ალმასბეკ ატამბაევმა, ყირგიზეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, როცა მის დასაკავებლად „სპეცნაზის“ ქვედანაყოფი მივიდა, სროლა ატეხა, თუმცა იგი მაინც დაიჭირეს. და სასამართლოს განაჩენით ქვეყნის ექს-მეთაურს კორუფციისათვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პირველი კაცი ყველაზე ცნობილ პატიმრად გადაიქცა“.


პრეზიდენტის სასახლიდან ჯერ სასამართლოში, შემდეგ კი საპყრობილეში - ასეთი შემთხვევები სულ უფრო ხშირდება: სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ბრალად ედება „კონსტიტუციური წყობის დამხობის მცდელობაში“. იგი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი, 18 ივნისს დროებით გამოუშვეს, სანამ სასამართლო პროცესი დაიწყება - რამდენიმე მილიონიანი გირაოს საფუძველზე. უკრაინიაში ახლახან დაიწყო გამოძიება ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, რომელმაც 2019 წელს არჩევნები წააგო. პეტრო პოროშენკო, თავის მხრივ, ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკური მემკვიდრეა, რომელსაც გასულ წელს 13-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა „სახელმწიფოს ღალატისათვის“.


როცა საქართველოში, 2012 წლის ოქტომბერში, მიხეილ სააკაშვილის „ვარდების რევოლუციონერთა“ მმართველმა პარტიამ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან არჩევნები წააგო, ეს ფაქტი კავკასიურ სახელმწიფოში ხელისუფლების მშვიდობიან და დემოკრატიულ ცვლილებად იქნა მიჩნეული. „დემოკრატიამ გაიმარჯვა“, - თქვა წაგებული პარტიის ლიდერმა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმ დროს. მაგრამ დღეს იგი, თანამდებობის ბოროტად გამოყენების გამო, იურიდიულ და პოლიტიკურ შედეგებს იმკის. ქართულმა იუსტიციამ ექს-პრეზიდენტს კორუფციისა და  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებები წაუყენა. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება და პოლიტიკურ „მკვდრეთით აღდგენის“ პროცესშია, მაგრამ ისტორიულ სამშობლოში - საქართველოში მას დაპატიმრების ორდერი და საპყრობილე ელოდება.


მსგავსი მოვლენები შეიმჩნევა აფრიკისა და უფრო მეტად ლათინური ამერიკის ქვეყნებშიც, მაგალითად, ეკვადორში, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ივო მორალესი ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ახლა კი მას ათწლიანი პატიმრობა ელოდება. მისმა ბრაზილიელმა ექს-კოლეგამ ლუის სილვა დე-ლულამ ციხეში უკვე 580 ღამე გაათენა კორუფციის ბრალდებით... ეკვადორის ექს-პრეზიდენტს რაფაელ კორეას კი 8-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.


„ისტორიაში მსგავსი ფაქტები ბევრია“, - ამბობს გვენდოლინ ზესე, ბერლინელი პროფესორი, საერთაშორისო კვლევების ცენტრის დირექტორი, - „პრეზიდენტის პოსტზე მუშაობა ძალიან დიდ რისკებთან არის დამოკიდებული ისეთ დემოკრატიულად არამდგრად, არასტაბილურ და ავტორიტარულ სახელმწიფოებში, რომლებმაც რეფორმების გატარება დაიწყეს. ამ დროს უზენაეს მმართველს თავდაპირველად შეიძლება კეთილი მიზნები და სურვილები ამოძრავებდეს, მაგრამ შემდეგ საკუთარი ვიწრო, პირადი ინტერესების ტყვეობაში ექცევიან. იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტი თავისი მმართველობის დროს კანონებს არღვევდა, იგი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არცთუ იშვიათად ამას შურისძიების ელფერი დაჰკრავს. ძნელია მართლმსაჯულებისა და შურისძიების ერთმანეთისაგან გარჩევა. რა ტქმა უნდა, კანონი ყოფილი თანამდებობის პირების მიმართაც უნდა მოქმედებდეს, მაგრამ იმავდროულად სამართლებრივმა დევნამ შეიძლება ხელი საკითხის პოლიტიზებას შეუწყოს“.


მოკლედ, როცა ძვწელი და ახალი ელიტის ინტერესების ერთმანეტს ეწინააღმდეგება, ყოფილი პრეზიდენტები მძიმე სიტუაციაში ექცევიან. მოქმედი პრეზიდენტები, ხედავენ რა ამგვარ პერსპექტივას წინსწრებ ნაბიჯებს დგამენ. მაგალითად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კონსტიტუცია შეცვალა და ამას კიდევ 12 წელი შეუძლია ქვეყნის მართვა. იგი მოსახლეობას სტაბილურობას და უსაფრთხო ცხოვრებას პირდება. ამასვე ცდილობს პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკოც ბელარუსში, სადაც არჩევნები 9 აგვისტოს უნდა იყოს.


„სტაბილურობას ხალხს თითქმის ყველა პრეზიდენტი პირდება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არიან ქვეყნის სათავეში. ისინი კონკურენტებს არ აჭაჭანებენ. ტაჯიკეთში პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა თავისი თავი საერთოდ მარადიულ მეთაურად გამოაცხადა, იქ დემოკრატია არ არსებობს. თითქმის იგივე სიტუაციაა თურქმენეთში, აზერბაიჯანში... მაგრამ დეგბა მომენტი, როცა ავტორიტარული სისტემები ინგრევა“.


წყარო: https://www.sueddeutsche.de/politik/aussenpolitik-ukraine-poroschenko-georgen-saakaschwili-bolivien-1.4979317?reduced=true

 

 მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ