დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ფანრიანი ,,ნოკია" და ,,ადინოკი" ვოლსკი 30.07.2020 20:38

ჯაბა ხუბუას პოსტი:

 

ანა დოლიძემ გია ვოლსკი ,,ფანრიან ტელეფონს" შეადარა: ან ავირჩევთ ვოლსკის და დავრჩებით ფანრიანი ტელეფონის ეპოქაში, ან არ ავირჩევთ და შევალთ 21-ე საუკუნეშიო. ქალბატონმა ანამ უნდა დააკონკრეტოს, რომელ ფანრიან ტელეფონს გულისხმობს, თორემ, ფანარი ზეთანამედროვე ტელეფონებს რომ აქვთ, ისეთი უნდა. იგი, ალბათ, მითაჟამისდროინდელ ფანრიან ,,ნოკიაზე" მიანიშნებდა, რომელიც, თუ არ ვცდები, მობილურ ტელეფონებს შორის პირველი იყო, ფანრით რომ გამოვიდა. სწორედ მაშინდელია ეს სხარტულაც: ,,ჩემსავით ,,ადინოკია", ვისაც არა აქვს ,,ნოკია". ასეთ შემთხვევაში ბატონ ვოლსკის, რომელსაც ,,ნოკია" არა აქვს, იმის თქმაც შეუძლია, რომ ,,ადინოკი ვოლსკია"! მოკლედ, მეტი კონკრეტიკაა საჭირო, ქალბატონო ანა, თორემ, დავიბენით უბრალო დიდუბელი ამომრჩევლები, ვის მივცეთ ხმა - ფანრიან ,,ნოკიას" თუ ფანრიან ,,აიფონს"?

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ