დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ეს წერილი გახლავთ კონგრესის და ხელისუფლების ამ შტოს მიეკუთვნება - შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, ამაზე გავაკეთო განცხადება“ 30.07.2020 22:01

მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი, თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან, აღქმული იყოს სერიოზულად, მიექცეს ყურადღება, - ამის შესახებ აშშ- ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან 6 კონგრესმენის მიერ მაიკ პომპეოსთვის გაგზავნილი წერილის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, ესენი ის ხალხი არიან, ვინც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს და მის წარმატებაზე ზრუნავენ.

 

"მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში მკაფიოდ არის ხელისუფლების დაყოფა სხვადასხვა შტოში. ეს წერილი გახლავთ საკანონმდებლო ორგანოს, კონგრესის და ხელისუფლების ამ შტოს მიეკუთვნება. შესაბამისად, ჩემი მხრიდან არ იქნება მართებული, რომ ამაზე გავაკეთო განცხადება, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მესიჯი თუ სხვა სახის განცხადება, რომელიც მოდის კონგრესის წევრებისგან აღქმული იყოს სერიოზულად, მიექციოს ყურადღება, რადგან ესენი არიან ის ხალხი, ვინც წლების განმავლობაში აკვირდებიან საქართველოს განვითარებას და ზრუნავენ მის წარმატებაზე. მე მქონდა ურთიერთობა როგორც მმართველის პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციასთან და მინდა ვთქვა, საქართველოს ყავს ლიდერები, რომელთაც აქვთ ერთგულება ქვეყნის საუკეთესო ინტერესების მიმართ და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ ქვეყანას ხელი შეუწყოს წარმატების, კეთილდღეობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევაში“,- განაცხადა დეგნანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ