23:55 30.07.2020
„კრიტიკა მესმის, მაგრამ ზღვარსგადასული არაფერი ვარგა - მადლობა ამერიკას და მიხედეთ ამერიკას“

სიმონ კილაძის პოსტი:

 

ძალიან მადლიერი ვარ ამერიკელი კონგრესმენებისა - აბა, წარმოიდგინეთ: ძეგლები თავზე ენგრევათ, ქვეყანაში ლამისაა სამოქალაქო ომი დაიწყოს, ქუჩებში უკვე ჯარია გამოსული წესრიგის დასაცავად, კორონაზე ხომ არაფერს ვამბობ (ყოველდღე ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს!), ათასობით გარდაცვლილი და ამ სიტუაციაში... დროს პოულობენ და საქართველოზე ზრუნავენ... ზრუნვა კი იმაში გამოიხატება, რომ ისეთი ხელისუფლება სურთ, როგორიც მათ აქაურ ამფსონებს აწყობთ. წერილს წერილზე გზავნიან როგორც საქართველოში (გვაფრთხილებ-გვემუქრებიან!), ასევე თავიანთ პრეზიდენტთან და სახელმწიფო მდივანთან - ქართველებს ცუდი ხელისუფლება ჰყავთ, უნდა გავაუმჯობესოთო. გმადლობთ შუამავლობისათვის. მისტერ ამერიკელო კანონმდებლებო! კარგით ახლა, რა.. კრიტიკა მესმის, მაგრამ ზღვარსგადასული არაფერი არ ვარგა, მით უმეტეს კრიტიკა.

 

ჩვენს ხელისუფლებას როგორმე ჩვენვე მოვუვლით, გვაქვს პრეტენზიები და მისი საქმიანობის გაუმჯობესება გვინდა. ამასთან ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ აშშ ასეთ სიტუაციაშია. ჩვენ ხომ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და თქვენზე ვზრუნავთ. მადლობა ამერიკას. და მიხედეთ ამერიკას.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge