12:23 31.07.2020
"აი ყოჩაღ, თუ ვერ უმტკიცებ - ჩაუდე, აბა რაა და ქვეყანაც აშენდება!"

ირაკლი მელაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"აი ყოჩაღ, თუ ვერ უმტკიცებ - ჩაუდე, აბა რაა და ქვეყანაც აშენდება! რურუას დაჭერაზეა ეს კომენტარები! ვერაფერს სწავლობთ? ასე ფიქრობდა ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა 2003-2006 წლებში და ტაშს უკრავდა ცუდი, შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული ტიპების უკანონო მეთოდებით დაჭერას. მერე მოხდა ისე, როგორც ყოველთვის ხდება, ისტორია როგორც გვასწავლის. ვინ იყო "ცუდი და ნაძირალა", ანუ ვისთვისაც ჩადება "მოსულა და ღირსია" ძალაუფლების მქონე კაცის, ჩინოვნიკის, პოლიციელის, კუდის თანამშრომლის გადასაწყვეტი გახდა. ვიღაცამ ვიღაცის აზრით 90-იანებში ფული ცუდი გზით იშოვა, ვიღაცა ვიღაცის აზრით, არასაკმარისად ლოიალური იყო, და ა.შ. საკმარისი იყო ეს ყველაფერი კაცის გასაფუჭებლად, თუკი ვისაც ეს კაცი არ მოსწონდა მისთვის "ჩადება", "ჩაგდება" და ა. შ შეეძლო.

 

ჰოდა, დაიძრა პროცესი და აღარ გაჩერდა ბევრი გააუბედურა, მათ შორის ისინი ვინც მიშას მმართველობის პირველ წლებში ტაშს უკრავდა ამ უკანონობას და სამართლიანობის აღდგენად მიიჩნევდა ამ ყველაფერს. ოღონდ ამაში ჩემთვის დამნაშავე და იმ უკანონობის თანაშემოქმედი პირველ რიგში თავად იყვნენ, ტაშისმკვრელები, ისინი ვინც ფიქრობდა -"ჩაუდეს, ღირსია აბა რა ეგონა". ამიტომაა დღეს ხმა ამოსაღები და არა იმიტომ, რომ რურუა ანგელოზია, მე რომ მკითხო თუ წესიერად გამოიძიებენ, რაც აქვს 90-იანებში ჩადენილი, შეიძლება სამუდამოც მიუსაჯონ, მაგრამ ასე არა! ვერ გიმტკიცებ და ჩაგიდე, იმიტომ რომ პოლიციელიც ჩემია, მოსამართლეც, როგორც მაწყობს ისე ვიზამ და საერთოდ შენ, მოქალაქე ფეხებს მომჭამ ძირში. ეს ნიშნავს, რომ თითოეულს ჩვენგანს ეუბნებიან, მერე თუ დამჭირდა უდანაშაულოსაც დაგიჭერ!. ეს არ უნდა დავანებოთ არც ერთ ხელისუფლებას, თუ გვინდა ოდესმე საზოგადოებად ვიქცეთ!" - წერს იგი. 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge